x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
კიბერ - ბულინგის მორიგი მსხვერპლი: იაპონიაში 22 წლის ცნობილი რესლერი გარდაიცვალა

image


იაპონელი რესლერი და სატელევიზიო შოუს ვარსკვლავი ჰანა კიმურა 22 წლის ასაკში გარდაიცვალა. სპორტსმენის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ორგანიზაცია "Stardom Wrestling"- მა გაავრცელა, რომელსაც გოგონა რინგზე წარმოადგენდა. გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი ჯერჯერობით არ სახელდება, თუმცა, ცნობილია რომ ცოტა ხნის წინ, კიმურას სერიოზული პრობლემები სოციალურ ქსელში "ჰეითერებთან" ჰქონდა.


image


გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე, ჰანა კიმურამ სოციალურ ქსელში რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ის კიბერდანაშაულის მსხვერპლი გახდა. რესლერის პოსტებს თან ისეთი ფოტოებიც ახლდა, რომლებზეც ჰანა თვითდაზიანებას იყენებს, ხოლო მის პუბლიკაციებში რამდენიმე ისეთი საეჭვო ფრაზაც იკითხება, როგორიცაა - "არ მინდა ვიყო ადამიანი" და "უბრალოდ მინდოდა რომ მეც ვყვარებოდი".


image


გოგონამ საკუთარ "Instagram" გვერდზე განთავსებულ თავის უკანასკნელ პოსტს, თან კატასთან ერთად გადაღებული ფოტოც დაურთო.



image


"ყოველდღიურად 100 - მდე გულწრფელ შეტყობინებას ვიღებ. არ დავმალავ, ჩემთვის ეს საკმაოდ მტკივნეულია. მე მკვდარი ვარ. გმადლობთ, რომ დედა მაჩუქეთ. ეს იყო სიცოცხლე, რომელშიც მინდოდა ყველას ვყვარებოდი. მადლობა ყველას, ვინც მხარს მიჭერდა. აღარ მსურს ვიყო ადამიანი. მადლობა ყველას. მიყვარხართ. მშვიდობით".



image


გოგონას ამ ბოლო პოსტიდან თუ ვიმსჯელებთ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კიმურამ თავი მოიკლა, თუმცა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ბოლო სიტყვა მაინც სამართალდამცველებს ეკუთვნის. ცნობილია, რომ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ჰანა სოციალურ ქსელში "ჰეითერებისა" და ერთგული "თაყვანისმცემლების" მხრიდან დევნის ობიექტი გახდა, რომელიც ყოველდღიურად მათგან ასობით შეურაცხმყოფელ "ტვიტს" იღებდა.


imageimage

რესლინგში კიმურას დებიუტი 2016 წელს შედგა, სადაც მან პირველივე წელს გამარჯვება მოიპოვა. გოგონას, ეს უჩვეულო სპორტის სახეობა შემთხვევით არ აურჩევია, მას თვალწინ, საკუთარი მშობლის სახით შესანიშნავი მაგალითი ჰქონდა. ჰანას დედა ცნობილი რესლერი - კეკო კიმურაა, რომლის ანგარიშზეც მრავალი გახმაურებული გამარჯვება ირიცხება.


image


ჰანა რეალითი - შოუ - "Terrace House"- ის მეხუთე სეზონის მონაწილეც გახლდათ, რომელიც "Netflix Japan" - ის არხზე გადიოდა. პოპულარული, იაპონური შოუს კონცეფცია სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ სამ ბიჭსა და ამავე რაოდენობის გოგონას გარკვეული პერიოდი, ერთ ჭერქვეშ უნდა ეცხოვრა.


image


ჰანა კიმურას გარდაცვალებისთანავე, იაპონიის საუკეთესო და სახელმოხვეჭილმა რესლერებმა საზოგადოებას საგანგებო განცხადებით მიმართეს, რომელშიც გოგონას ხსოვნისადმი პატივისცემას ითხოვდნენ. სპორტსმენები საკუთარ მიმართვაში ყურადღებას კიბერბულინგის პრობლემაზეც ამახვილებდნენ, რომელსაც ადამიანების სიცოცხლისთვის წარმოუდგენელი ზიანის მიყენება და სერიოზული შედეგების გამოწვევა შეუძლია.



image


კიბერბულინგი სულ უფრო სერიოზულ მასშტაბებს იღებს და ის, სოციალური ქსელების მილიონობით მომხმარებელს პირდაპირ და უშუალოდ ეხება, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ბოლო დროს, ინტერნეტბულინგი ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.



0
437
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
437