x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
კაილის ფოტოებს ჯერ ფოტოშოპში ამუშავებენ, შემდეგ კი "პაპარაცულ" ფოტოებად ასაღებენ

image


კაილი ჯენერის სახელი ვფიქრობ ყველა თაობის ადამიანისთვის უკვე კარგად ცნობილია. სატელევიზიო რეალითი - შოუს ვარსკვლავსა და კარდაშიან - ჯენერების კლანის ახალგაზრდა, 22 წლის წარმომადგენელს გაგიკვირდებათ და, სოციალურ ქსელში პატარა ასაკის მიუხედავად უკვე 185 მილიონი გამომწერი ჰყავს, კაილი პოპულარულია, არა მხოლოდ როგორც კიმ კარდაშიანის უმცროსი და, არამედ როგორც წარმატებული კოსმეტიკური ბრენდის - "Kylie Cosmetics" - ის დამფუძნებელი, რომლის პროდუქციაც დღემდე დიდი წარმატებით სარგებლობს. ერთი სიტყვით, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა "Self-made"- ის საქმეები იმაზე უკეთ მიდის ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.


imageimageimageimage


სწორედ ამას მოწმობს, მისი იტალიაში, 22 წლის იუბილეს აღნიშვნაც, სადაც გოგონამ ახლობელი ადამიანების გარემოცვაში - საქმროსთან, ქალიშვილთან, დედასთან, დასთან და მეგობრებთან ერთად ვარსკვლავური დასვენება მოიწყო. ჯენერმა ძვირადღირებული იახტა დაიქირავა, რომელიც 22 ოთახისგან, VIP საძინებლებისგან, კინოთეატრისგან, სპორტული დარბაზისგან, ღია ბარისგან, უზარმაზარი აუზისგან და შვეულმფრენის მოედნისგან შედგებოდა, რომლის საერთო ღირებულება არც მეტი, არც ნაკლები 250 მილიონი დოლარი იყო. მსოფლიო მედიის წარმომადგენლებს სელებრითის წვეულება შეუმჩნეველი არ დარჩენიათ, პაპარაცებმა კი ჩვეული მოხერხებულობის წყალობით, ახლობლების გარემოცვაში მყოფი ვარსკვლავის რამდენიმე კადრის გადაღება მაინც მოახერხეს.


imageimage


ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ კაილის სხეული, მართლაც იდეალურად გამოიყურება, თუმცა ინტერნეტსივრეცში აღნიშნული ფოტოების ავთენტურობის ყველას არ სჯერა, გოგონას თაყვანისმცემლები დარწმუნებულები არიან რომ "პაპარაცების" მიერ გადაღებული ფოტოები მხოლოდ ფარსია, სინამდვილეში კი რეალითი - შოუს ვარსკვლავს, ფოტოებს ოჯახის პირადი ფოტოგრაფი უღებს, რომლებსაც ჯერ ფოტოშოპში დეტალურად ამუშავებს, რის შემდეგაც უკვე ინტერნეტსივრცეში როგორც "შემთხვევით" გადაღებულს ისე ავრცელებს. რამდენად რეალურია გოგონას "ინსტაგრამ" გვერდის გამომწერთა ეჭვი რთული სათქმელია, თუმცა ფაქტი ერთია, კაილის მსგავსი მოსაზრებები ყველაზე ნაკლებად ადარდებს და დროს ახლობელი ადამიანების გარემოცვაში შესანიშნავად ატარებს.


imageimage




0
295
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
295