x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
7 მეთოდი მატყუარას ამოსაცნობად
image

მაშინაც კი, როცა ადამიანი დამაჯერებლად ტყუის, სხეული სიმართლეს გასცემს. მაგრამ ჩვენ მთელ ყურადღებას სიტყვებს ვანიჭებთ და სხეულის ენას აღარ ვაკვირდებით. ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ უკეთ დავაკვირდეთ მოსაუბრის ჟესტებს და მაშინ ჩვენი მოტყუება არც ისე ადვილი იქნება.

ზოგი ადამიანი სხვებზე უკეთ იტყუება. და თუმცა 100%-იანი მეთოდი არ არსებობს ვინმეს არაგულწრფელობის დასადასტურებლად, ეს რჩევები მაინც დაგეხმარებათ, რომ სიმართლე დაადგინოთ.


1.დააკვირდით პაუზებს


image გავრცელებული ნიშანი, რაც მატყუარას ახასიათებს-პაუზაა. თუ ადამიანი ხანგრძლივ პაუზებს აკეთებს ან საუბრის დროს ძალიან ბევრ პაუზას იყენებს, დიდი ალბათობით იტყუება და წინასწარ ფიქრობს რა უნდა თქვას. ისეთი ჩანართები, როგორიცაა: “ისა..", “ეეე...", “მმმ..." და ა.შ. სწორედ ასეთ საეჭვო სიგნალებად მოიაზრება.


2.ემოციის ხანგრძლივობა

imageროგორც წესი, გულწრფელი ემოცია 5 წამზე მეტხანს არ გრძელდება. თუ ვიღაც თავის გრძნობებს უფრო ხანგრძლივი დროის მანძილზე გამოხატავს-ის თამაშობს. არავის ძალუძს სახის ერთი გამომეტყველების შენარჩუნება ხანგრძლივი დროით.

3.დააკვირდით თანმიმდევრულობას

image

დადგენილია, რომ ჯერ ემოცია ჩნდება და შემდეგ მისი გამომხატველი სიტყვები. თუ ადამიანი ამბობს, რომ უხარია და მხოლოდ შემდეგ ახდენს ამის ემოციურად გამოხატვას, თქვენ გატყუებენ.


4.გულწრფელი ემოცია

imageადამიანებს ზოგჯერ უჭირთ ნამდვილი და გულწრფელი ემოციების გამოხატვა. როცა ემოცია ნამდვილია, მხოლოდ სახის ერთი ნაკვთი როდი მონაწილეობს მის გამოხატვაში. მაგალითად, როცა ადამიანი იღიმება, მხოლოდ მისი ტუჩები როდი მოძრაობენ. თვალების გარშემო ნაოჭები ჩნდება და წარბები ავტომატურად დაბლა ეშვება.იგივე ხდება სხვა ემოციების გამოხატვის დროსაც-მასში სხვადასხვა ნაკვთები მონაწილეობენ.


5.ყურადღება მიაქციეთ გამეორებებს

imageზოგიერთ ადამიანს საკუთარი აზრის გადმოცემა უჭირს. მაგრამ თუ ხშირად იმეორებს ერთსა და იმავეს, ეს შესაძლოა ტყუილზე მიუთითებდეს. თუ რაიმე ფრაზას რამდენჯერმე გიმეორებებენ, ეს შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ თქვენს მოტყუებას ცდილობენ და თქვენს რეაქციას აკვირდებიან.


6. პასუხები შეკითხვაზე იმავე სიტყვებით

imageსიტყვების არჩევანიც ბევრ რამეზე მიუთითებს. თუ ადამიანი იმავე სიტყვებს იყენებს, რაც შეკითხვაში ჟღერდა, ის თავს შებოჭილად გრძნობს, მას ეშინია რამე ზედმეტი არ წამოსცდეს და თქვენს სიტყვებს იყენებს. შეკითხვის გამეორება პასუხის წინ-ესეც ცუდი ნიშანია: ამ დროს მატყუარა დროს იგებს, რომ პასუხი მოიფიქროს.


7.სახის ან პირის დაფარვა

imageსხეულის ენიდან ეს ერთ-ერთი ადვილად ამოსაცნობი ჟესტია, როცა მატყუარა სახეს ან პირს იფარავს. ამას ის გაუცნობიერებლად აკეთებს.

0
364
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
364
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0