x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ვიდეო:პარიზში პეტრე და პავლეს საკათედრო ტაძარი იწვის
image



18 ივლისის დილას, დასავლეთ საფრანგეთის ქალაქ ნანტის წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.




სოციალურ მედიაში განთავსებულ ფოტოებში ჩანს ორ კოშკს შორის ფანჯრიდან ამოსული კვამლის დიდი ალი.




სპეციალისტები ადგენენ ხანძრის გაჩენის გარემოებებს. კერძოდ, ისინი სწავლობენ ცეცხლის სპეციალურად გაჩენის ვერსიას. ცეცხლის ალი სამ ადგილზე გაჩნდა, აცხადებსს ქალაქის პროკურატურის წარმომადგენელმა ადგილობრივ რადიოსადგურზე, წერს DW.



image




მინიმუმ 60 მეხანძრე-მაშველი ცდილობდა ხანძრის ჩაქრობას, მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ მოახერხეს მასზე კონტროლის აღება. შესაძლოა, ცეცხლმა მთლიანად განადგუროს დიდი ორღანი, განაცხადა მეხანძრეთა ბრიგადის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, პლატფორმა, რომელზეც დამონტაჟებულია მუსიკალური ინსტრუმენტი, შეიძლება ჩამოინგრეს ხანძრის გამო.



პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირა მეხანძრე-მაშველების მოქმედებებს.



ტაძრის მშენებლობა 1434 წელს დაიწყო და 457 წელი დასჭირდა. ტაძარი საფრანგეთის ისტორიულ ძეგლთა სიაში არის შეტანილი. შენობა მძიმედ დაზიანდა 1944 წელს დაბომბვის შედეგად და დიდ ხანძარს გადაურჩა 1972 წელს.



შეგახსენებთ, რომ 2019 წლის აპრილში მასობრივმა ხანძარმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საფრანგეთის ერთ-ერთ სიმბოლოს - პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს. სახურავის დიდი ნაწილი ჩამოიშალა და განადგურდა. ინციდენტის შემდეგ, ელისეის სასახლის წინამძღვარმა პირობა დადო, რომ ტაძარი აღდგება 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის, რომელიც პარიზში ჩატადება.




0
54
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0