x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
სიცოცხლე პლანეტა ვამფიმზე - ვანგას წინასწარმეტყველება კოსმოსურ სივრცეზე
image




ცნობილმა უსინათლო ნათელმხილველმა, ვანგამ უამრავი რამ იწინასწარმეტყველა. ბევრი მათგანი რეალობად იქცა, ზოგი კვლავ ხალხისთვის საიდუმლოდ დარჩა. მათი უმრავლესობა პრესაში ბევრჯერ განიხილეს და კრიტიკის ქარცეცხლშიც გაატარეს. არის ისეთებიც, რომლებზეც იშვიათად საუბრობენ. ეს წინასწარმეტველება დაკავშირებულია კოსმოსურ სივრცესთან.




ვანგა გააფრთხილებდა, რომ დედამიწა არ არის ერთადერთი პლანეტა, სადაც ინტელექტუალური სიცოცხლეა. მისი თქმით, ერთ დღეს ჩვენთან კოსმოსური რასის წარმომადგენლები ჩამოვლენ. მათი სამშობლო იქნება პლანეტა ვამფიმი. დღეისთვის, მეცნიერებმა არაფერი იციან ამგვარი კოსმოსური ობიექტის შესახებ. სავარაუდოდ, ის მდებარეობს მზის სისტემიდან ძალიან შორ მანძილზე.





ვანგა მარსზეც საუბრობდა. მისი პროგნოზით, უახლოეს მომავალში კაცობრიობა შეძლებს მის დაპყრობას.. თუმცა, ვანგა ამ საკითხით მოხარული არ იყო. მარსის დაპყრობა დიდ პრობლემებს გამოიწვევს. მისივე თქმით, პლანეტაზე მოეწყობა კოლონია, სადაც მალე სერიოზული აჯანყებას მოხდება დამოუკიდებლობისთვის. შეედეგად მოხდება სამხედრო შეტაკება დედამიწასა და მარსს შორის.





image




გაცილებით უარესია ვანგას პროგნოზები მზისა და მთვარის შესახებ. მისი თქმით, ჩვენი სისტემის ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტებზე უბედურება მოხდება. თავიდან კაცობრიობა დაზარალდება იმით, რომ მზე შინაგანი კატაკლიზმების შედეგადა ჩაქრება.





image




საინტერესოა, რომ ის საუბრობდა ასევე, ხალხის მიერ "მეორე მზის" ანთებაზე. მისი თქმით, მთვარე განადგურდება და დაიშლება პატარა ფრაგმენტებად. მას უცნობი კოსმოსური სხეული დაეჯახება. ვანგა ცდილობდა გაერკვია რა იყო ეს უცხო სხეული, მაგრამ მან ვერ შეძლო ამის გარკვევა.




ვანგას პროგნოზები კოსმოსური სივრცის შესახებ გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. საქმე ის არის, რომ მას შეხება არ ქონია სამეცნიერო ფანტასტიკასთან და არ უყვარდა ასტრონომია. მაშასადამე, ამგვარი წარმოუდგენელი ხედვები არ შეიძლება იყოს მხოლოდ მისი წარმოსახვის ნაყოფი.



0
448
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
448
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0