x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
"მე და ჩემმა ცოლმა უკვე გავიკეთეთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა"-კირილ დიმიტრიევი
image

რუსეთის საინვენსტიციო ფონდის მეთაური, 45 წლის კირილ დიმიტრიევი ამტკიცებს, რომ მან და მისმა მეუღლემა ნატალიმ უკვე გაიკეთეს რუსული "ექსპერიმენტული" კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და ახლა მათ ორჯერ უფრო მეტი ანტისხეულები აქვთ, ვიდრე ჩვეულებრივ პაციენტებს.ამის შესახებ წერს dailymail-ი.


კირილ დიმიტრიევი, რომელიც 10 მილიარდი დოლარის რუსული კაპიტალის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის მმართველია თქვა, რომ მას, მეუღლეს- ნატალია პოპოვას და მათ ოჯახს ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანტისხეულების რაოდენობა ორჯერ გაეზარდათ.

image


კრემლი ახლა ემზადება ვაქცინის გამოცდის III ფაზის დაწყებას და აპირებს მასობრივი იმუნიზაციის წლის ბოლომდე განახორციელოს, მან ისიც დასძინა, რომ რუსეთი პოტენციურად მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამას შეძლებს.


რუსეთში ვაქცინის ერთთვიანი ტესტირება 38 ადამიანზე - ამ კვირაში დასრულდა-განაცხადა დიმიტრიევმა.

მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ უსაფრთხოა მისი გამოყენება და წარმოშობს იმუნურ პასუხს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ამ პასუხის სიძლიერე და ხანგრძლივობა

imageფოტოზე:ნატალია პოპოვა, მოდელი, ტელეწამყვანი და ინოპრაქტიკის ფონდის დირექტორი, რომელიც როგორც ამბობენ, დააარსა პუტინის უფროსმა ქალიშვილმა.


მისი განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ და კანადამ რუსი ჰაკერები ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებზე თავდასხმაში დაადანაშაულა, ოქსფორდის მკვლევარები ვაქცინის შემუშავების III ეტაპზე იმყოფებიან.

ბრიტანეთის დაზვერვა არაფერს ამბობს, იმის შესახებ, მოახერხეს თუ არა რუსებმა ვაქცინაზე რაიმე მონაცემების მოპარვა.

0
136
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0