x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საყვარელ მუსიკალურ შემსრულებლებს პიროვნული ტიპაჟის მიხედვით ვირჩევთ
image

მეცნიერები გვიმტკიცებენ, რომ საყვარელი მუსიკოსის არჩევაში, მარტო მუსიკა არაა "დამნაშავე"


ადამიანები ამა თუ იმ სხვა მუსიკის არჩევის დროს, ფაქტობრივად, ირჩევენ შემსრულებელს, რომელიც მისი მსგავსია პიროვნულად. ასეთი დასკვნა გააკეთეს კოლუმბიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლისა და ბარ-ილანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, იტყობინება Fast Company.



მათ კვლევისთვის გამოიყენეს 50 ყველაზე ცნობილი დასავლელი მუსიკოსი, მათ შორის: პოლ მაკარტნი, ბობ დილანი, ელტონ ჯონი, უიტნი ჰიუსტონი, The Rolling Stones, ბიონსე, Coldplay, Maroon 5, ტეილორ სვიფტი, ოზი ოსბორნი და სხვები.


image

ორი კვლევის შედეგებმის თანახმად, რომელშიც მონაწილეობდა 80 ათასზე მეტი ადამიანი, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მუსიკოსები პიროვნულად შეესაბამებიან მათ ფანებს-ხასიათით და ტიპაჟით.

თითქმის ხუთი ათასი მონაწილეზე ჩატარებულმა მესამე კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანის ფსიქოლოგიური მახასიათებლები ისეთივე გავლენას ახდენს პიროვნების მუსიკალურ გემოვნებაზე, როგორც სქესი და ასაკი.


მკვლევარები ამტკიცებენ, რომ მათი მიზანი ამა თუ იმ მუსიკოსის ფანის მოტივაციის უკეთ გაგების სურვილი არ ყოფილა. უფრო სურდათ შეესწავლათ კულტურული ურთიერთობის მექანიზმი ხალხსა და იმ ჯგუფებს შორის, რომლებიც მუსიკას ქმნიან.


მეცნიერები იმედოვნებენ, რომ საბოლოოდ მათი აღმოჩენა ადამიანებს დაეხმარება სოციალური კავშირებისა და ფეიქიკური ჯანმრთელობის გაძლიერებაში. ამის გარდა:


"მიღებული მონაცემები ხელს შეუწყობს ხმის ჩამწერ კომპანიებს და მუსიკის მენეჯმენტს სამიზნე აუდიტორიისთვის ახალი მიდგომები დანერგოს"-აღნიშნა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა სანდრა მატცმა.

0
30
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0