x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"შეუდარებელი ენჯი": ანჯელინა ჯოლიმ საოცარი იმიჯით ყველა დაატყვევა

image


მსოფლიოს ერთ - ერთ ყველაზე ლამაზ ქალად აღიარებულ ამერიკელ კინომსახიობ ანჯელინა ჯოლის სულ ცოტა ხნის წინ, არც მეტი, არც ნაკლები - 45 წელი შეუსრულდა! უბრალოდ შეხედეთ, ამ საოცარი გარეგნობისა და დახვეწილი გემოვნების მქონე ულამაზესს ქალბატონს. როგორც ჩანს, პაპარაცები მის ყოველ ნაბიჯს დიდი გულისყურით აკვირდებიან, თაყვანისმცემლები კი საზოგადოებაში ენჯის ყოველ ახალ გამოჩენას სუნთქვაშეკრულნი ელიან.


image


რამდენიმე დღის წინ, პაპარაცებმა ანჯელინა კრემისფერი, შიფონის ულამაზესს კაბაში გამოწყობილი საკუთარ ვაჟთან, პაქსისთან ერთად სეირნობისას დააფიქსირეს.


image


ანჯელინამ თვალისმომჭრელ "ლუქს" Dior - ის კრემისფერივე ჩანა, ყავისფერი ქამარი და იმავე ფერის სანდლები შეუხამა. ჰაეროვან, ელეგენტურ კაბაში გამოწყობილი ჰოლივუდის ოსკაროსანი ვარსკვლავი, ერთი შეხედვით ანტიკური ეპოქის ღვთაებას მოგაგონებდათ.


image


45 წლის ენჯის ახალი ფოტოების ნახვისას მისი თაყვანისმცემლები გაოცებას ვერ მალავდნენ: "განუმეორებელი", ერთადერთი", "ულამაზესი", "რა საოცარი კაბაა", "ანჯელინა, ღვთაებრივი ხართ", არ ცხრებოდნენ მსახიობის ფანები.


image




0
464
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
464