x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ლუდის უნიკალური თვისებები: აი, როგორ მოქმედებს ის ადამიანის ორგანიზმზე
image


მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ლუდის დალევა არა თუ მავნეა, არამედ პირიქით, სასიცოცხლოდ აუცილებელიც კია.



1. ლუდი სიცოცხლეს ახანგრძლივებს - როგორც კომპანია "Virginia Tech"-ის მკვლევარები ამტკიცებენ, ის, ვინც ლუდს ზომიერი რაოდენობით რეგულარულად მოიხმარს, ახალგაზრდულ ასაკში გარდაცვალების 19% - ით უფრო ნაკლები შანსი აქვს.


image


2. ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორის ტიმ სპექტორის მტკიცებით, ღია ფერის ლუდი წონაში კლებას უწყობს ხელს, თუ რა თქმა უნდა, მას "სნექს" არ მიატანთ. პროფესორი ამ პოპულარული ალკოჰოლური სასმელის ასეთ სასწაულმოქმედ შედეგს მასში შემავალი იმ სასარგებლო ბაქტერიებით ხსნის, რომლებიც პირველ რიგში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭმლის მონელებისთვის არის.


image


3. ლუდი სიმსივნის რისკს ამცირებს, რაც სვიაში შემავალი ქსანტოჰუმოლისა და ფლავონოიდური ნაერთის შემცველობით არის განპირობებული, რომელიც კანცეროგენული ფერმენტების წარმოქმნას ბლოკავს.


image


4. ამერიკული სამეცნიერო ჟურნალის - "The New England Journal of Medicine" - ის სტატიის ავტორების თქმით, ლუდი, სვიაში შემავალი ქსანტოჰუმოლის (xanthohumol) წყალობით არა მხოლოდ ახალგაზრდობას ახანგრძლივებს, არამედ ადამიანებს ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებებისგანაც იცავს, მათივე განცხადებით, დღეში მხოლოდ ერთი ჭიქა ლუდს შეუძლია ქალები სიბერით გამოწვეული კოგნიტური პრობლემებისგან იხსნას.


image


5. როგორც ჟურნალ - "Clinical Journal of the American Society of Nephrology" - ის ამერიკელი მკვლევარები ამტკიცებენ, ლუდი თირკმელებში ქვების წამოქმნის შანსს 41% - ით ამცირებს.


image


6. კომპანია "Guinesss" - ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მუქი ფერის ლუდის სახეობებში, გაცილებით უფრო ნაკლები კალორიაა, ვიდრე ფორთოხლის წვენსა და უცხიმო რძეში.


image


7. ლუდი - ვიტამინების წყაროა. "თუ თქვენ ხარისხიანი ლუდის ქიმიურ შემადგენლობას კარგად გაეცნობით, მასში შემავალი ვიტამინების რაოდენობა უბრალოდ გაგაოცებთ", - ამტკიცებს ავსტრიის ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი შტეფან დომენიგი.


image


8. ავტორიტეტული სამეცნიერო ჟურნალი - "Journal of the Science of Food and Agriculture" - ი ამტკიცებს, რომ ლუდი, სწორედ მასში შემავალი სილიციუმის მაღალი შემცველობის გამო ძვლებს აძლიერებს.


image


9. ლუდი ე.წ "ლუდის" მუცელს ნამდვილად არ გაჩუქებთ: "ადამიანებს რატომღაც სჯერათ, რომ ჭარბი წონისგან უფრო ხშირად ლუდის მოყვარულები იტანჯებიან, თუმცა ეს ასე ნამდვილად არ არის".


image




0
389
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
389