x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
მსახიობების 7 ყველაზე შთამბეჭდავი გარდასახვა როლიებისთვის

1. მემანქანე -El Maquinista

image

ფილმის მთავარ გმირს 1 წელია რაც უძილობა აწუხებს, ის საშინლად გამოფიტულია და რეალობას და ილუზიას ვეღარ არჩევს.

კრისტიან ბეილის ხშირად მსახიობ-ტრანსფორმერსაც ეძახიან, რადგანაც ის ფილმის გადაღებების პროცესში პრაქტიკულად არ ცნობს სილიკონს, ან გრიმს, რომელიც გარდასახვაში დაეხმარება, კარგი როლისთვის ის რადიკალურ ზომებზეა წამსვლელი. კონკრეტულად ამ ფილმისთვის მსახიობმა 30 კილოთი დაიკლო და თავის ჯანმრთელობას საფრთხეც კი შეუქმნა.

2. მონსტრი -Monster

image

ფილმი ქალზეა, რომელის ამერიკის ისტორიაში მეორე სერიული ქალი მკვლელი ხდება. ბიოგრაფიული, კრიმინალური ჟანრის ფილმი ნამდვილ სერიულ მკვლელზე, ეილინ უორნოსზე მოგვითხრობს.

ლამაზმანი შარლიზ ტერონი როლს შესანიშნავად მოერგო, მან მოიმატა 10 კილო, შეისწავლა ეილინის დღიურებიდან მისი ბიოგრაფია, “მოიხდინა'' გრიმი და შესრულებული როლისთვის ოსკარიტაც დაჯილდოვდა.

3. სუსპირია- Suspiria

image

ფილმში ტილდა სუინტონმა 3 როლი მოირგო, პირველი- ბალეტის ხელმძღვანელის, მეორე- საშიში ჯადოქრის, ხოლო მესამე როლს რეჟისორები საიდუმლოდ ინახავდნენ ფილმის გამოსვლამდე. ფსიქიატრის როლი უცნობ მსახიობს მიაწერეს, ფილმის გამოსვლის შემდეგ კი გამოაცხადეს რომ მამაკაცის როლშიც სუინტონი იყო.

4. ოქრო- Gold

image

მეთიუ მაკკონაჰი ფილმში გადაღებების დროს 100 კილოზე მეტს იწონიდა. მსახიობის თქმიტ, წონაში მომატება მისთვის ადვილი იყო, აი ფორმების დაბრუნება კი ძალიან ძნელი.

5. ჯ. ედგარი-J. Edgar

image

ფილმში დროში ნახტომებია, ლეონარდო დი კაპრიო თამაშობდა როგორც ახალგაზრდა აგენტის როლს, ისე ხანშიშესულის როლსაც.

6. თავი 27-Chapter 27

image

ფილმში ჯარედ ლეტო ჯონ ლენონის მკვლელის როლს თამაშობს, მუსიკოსმა და მსახიობმა როლისთვის 30 კილოგრამი მოიმატა. იმის გამო, რომ ლეტო ვეგეტერიანელია, წონაში მომატებისთვის სოიოს ნაყინს ჭამდა ზეითუნის ზეთით და ნივთიერებათა ცვლის შენელებისთვის დროებით ალკოჰოლსაც დაუბრუნდა.

7. უფლებამოსილება- Vice

image

ფილმში ტრანსფორმაციამ მსახიობს ჯანმრთელობა ძალიან გაუუარესა, მსახიობმა აღიარა, რომ ორგანიზმის ასე წვალება აღარ შეუძლია, და პირობა დადო, რომ როლისვის რადიკალურად აღარ შეიცვლება.

0
364
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
364
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0