x
მეტი
  • 10.08.2020
  • სტატია:102425
  • ვიდეო:347174
  • სურათი:466316
დიდი მხედართმთავრები..
ჰანიბალი

image

ჰანიბალი ანტიკური სამყაროს უდიდესი სამხედრო სტრატეგი, კართაგენელთა სარდალი. მას სტრატეგიის მამას უწოდებენ. სძულდა რომი და მასთან დაკავშირებული ყველაფერი. რომის რესპუბლიკის დაუძინებელი მტერი იყო. რომაელთა წინააღმდგენ ყველასთვის ცნობილ პუნიკურ ომებს აწარმოებდა. წარმატებით ახორციელებდა ფლანგებიდან შეტევისა და შემდეგ მოწინააღმდეგის ალყაში მოქცევის სტრატეგიას. 46 ათას კაციანი არმიით, რომლის შემადგენლობაში 37 საბრძოლო სპილო შედიოდა, გადალახა დათოვლილი ალპები, რითიც რომაელები შოკში ჩააგდო, ისინი ნამდვილად არ ელოდნენ, რომ ჰანიბალი შეძლებდა უზარმაზარი არმიით ალპების გადალახვას.


ჩინგიზ-ყაენი


image

1206 წელს, მდინარე ონონზე, მომთაბარე ტომების ბელადებმა ჩინგიზ-ყაენი მონღოლთა დიდ ხანად გამოაცხადეს. შამანები ჩინგის-ყაენს მსოფლიო ბატონობას უწინასწარმეტყველებდნენ, ამ უკანასკნელმაც არ გააწბილა ისინი. დაარსა ერთ-ერთი უდიდესი იმპერია, გააერთიანა დაქსაქსული მონღოლური ტომები. დაიპყრო ჩინეთი, მთელი ცენტრალური აზია, ისევე როგორც კავკასია და აღმოსავლეთ ევროპა, ბაღდადი, ხორეზმ შაჰის სახელმწიფო და რუსეთის სამთავროები.


ნაპოლეონ ბონაპარტი.

image

ნაპოლეონ ბონაპარტი საფრანგეთის იმპერატორი 1804-1815 წლებში, დიდი მთავარსარდალი და სახელმწიფო მოხელე. ნაპოლეონმა ჩაუყარა საფუძველი თანამედროვე საფრანგეთის სახელმწიფოს. დიდი კარიერა ჯერ კიდევ ლეიტენატობიდან დაიწყო. მონაწილეობას იღებდა საომარ მოქმედებებში, თავი დაიმკვიდრა, როგორც უშიშარმა და წარმატებულმა მეთაურმა. იმპერატორის ტახტის დაკავებისთანავე წამოიწყო ნაპოლეონის ომები, თუმცა მსოფლიოს დაპყრობა ვერ მოახერხა. დამარცხდა ვატერლოოს ბრძოლაში და დარჩენილი სიცოცლე წმინდა ელენეს კუნძულზე გაატარა.


გაიუს იულიუს კეისარი.

image

უძველესი სამყაროს მმართველთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ცნობილ რომაელ მხედართმთავარს, სახელმწიფო პოლიტუკურ მოღვაწეს, დიქტატორსა და მწერალს - გაიუს იულიუს კეისარს. გალიის, გერმანიისა და ბრიტანეთის ტერიტორიების დამპყრობელი. სამხედრო ტაქტიკისა და სტრატეგიის შესანიშნავი შესაძლებლობების მქონე, დიდი ორატორი. შეძლო ხალხზე გავლენის მოპოვება სანახაობისა და გლადიატორთა თამაშების მოწყობის მეშვეობით. თავისი დროის ყველაზე ძლევამოსილი ფიგურა, მაგრამ ამან ვერ შეაჩერა შეთქმულთა მცირე ჯგუფი, დიდი მხედართმთავარი შეთქმულების მსხვერპლი გახდა.


ალექსანდრე მაკედონელი ( ალექსანდრე დიდი)

image

ბავშვობიდანვე ოცნებობდა მსოფლიოს დაპყრობაზე, თავადვე მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში და ჯარს წინ მიუძღოდა. სამხედრო თვისებების წყალობით ალექსანდრე თავისი დროის უდიდესი მხედართმთავარი გახდა. მაკედონელის გამარჯვებები ძველი საბერძნეთის სამხედრო ხელობნების მწვერვალია. ალექსანდრეს ჯარს არ ჰქონდა რიცხობრივი უპირატესობა, მაგრამ მაინც მოახერხა ყველა ბრძოლაში გამარჯვება, ალექსანდრეს იმპერია საბერძნეთიდან ინდოეთამდე იყო გადაჭიმული. იგი ენდობოდა თავის ჯარისკაცებს და ისინიც არ უცრუებდნენ იმედს, ერთგულად მიჰყვებოდნენ დიდებულ მხედართმთავარსა და იმპერატორს.

0
371
შეფასება არ არის
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
371
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0