x
მეტი
  • 10.08.2020
  • სტატია:102425
  • ვიდეო:347174
  • სურათი:466316
პარტნიორის შერჩევა

პარტნიორის შერჩევა ყოველთვის და ყველასთვის ძალიან აქტუალური, მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რადგან ადამიანს აქვს სხვადასხვა მოთხოვნილებები, რომელთა დაკმაყოფილებაც დამოკიდებულია მეორე ადამიანზე. ადამიანს ცხოვრების განმავლობაში სჭირდება სხვა ინდივიდებთან ემოციური სიახლოვის დამყარება, სჭირდება ისეთი ადამიანი ვისთანაც თავს იგრძობს კომფორტულად, უსაფრთხოდ, ვინც მასზე იზრუნებს და ვისზეც თვითონ იზრუნებს. ზოგადად, პარტნიორს ვირჩევთ სხვადასხვა მოტივის გათვალისწინებით, ზოგისთვის ეს არის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გზა, ზოგისთვის ვალდებულება ან საზოგადოებრივი წესი(ტრადიცია), ზოგისთვის გვარის გაგრძელების საშუალება, ზოგისთვის უბრალოდ დროებითი გატაცება, და ა.შ. პარტნიორის შერჩევა1

ძალიან ბევრი თეორია არსებობს იმაზე, თუ როგორ და რატომ ირჩევენ ადამიანები პარტნიორებს, რა ადგილი უკავია ამაში სიყვარულს, რა პიროვნულ მახასიათებლებს აფასებენ ადამიანები პოტენციურ პარტნიორში, რა როლს თამაშობს პარტნიორის შერჩევაში ადამინის ფიზიკური მიმზიდველობა, ან როგორ მოქმედებს კულტურა ამ პროცესზე. გარდა ამ ყველაფრისა, ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორის შერჩევის საკითხის განხილვისას გენდერული განსხვავებების გათვალისწინება. ყველაზე კარგად ეს განსხვავება ჩანს სოციო-კულტურულ თეორიასა და ევოლუციურ თეორიებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს თეორიები ეწინააღმდგებიან ერთმანეთს და დღესდღეობით უფრო სტერეოტიპულ ხასიათს იღებენ, ფართომასშტაბიანი კვლევებით დადგინდა, რომ არსებობს მყარი სქესობრივი განსხვავებები, რომლებიც ვლინდება პარტნიორის შერჩევის დროს გარკვეული თვისებებისათვის უპირატესობის მინიჭებაში. ასევე მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ ქალები და მამაკაცები სიყვარულის გრძნობასაც კი, სხვდასხვანაირად აღიქვამენ. ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ სასიყვარულო განცდაზე ლაპარაკის დროსაც კი-ქალები უფრო ხშირად საუბრობენ ძლიერ ემოციურ განცდებზე, ვიდრე მამაკაცები(Dion & Dion, 1973).

პარტნიორის შერჩევა2სიყვარული დღეს სამეცნიერო კვლევების პოპულარულ თემას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ის უაღრესად პირად გრძნობად ითვლება, სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვანაირად განსაზღრავენ სიყვარულის ცნებას და განსხვავებულ მნიშვნელობას ანიჭებენ მას. მაგალითად, ისეთი ინდივიდუალისტურ კულტურის მქონე ქვეყანაში, როგორიცაა აშშ, სიყვარულს ძალიან დიდი როლი აქვს ოჯახის შექმნისას, და მათთვის წარმოუდგენელია ქორწინება სიყვარულის გარეშე. 1967წ., 1976წ. და 1984წელს კეფარდმა(Kephart, 1967) კოლეჯის 1, 000-ზე მეტ სტუდენტზე ჩაატარა კცლევა, რომლის მიზანი იყო იმას გარკვევა, საჭიროა თუ არა ქორწინებისთვის სიყვარულის არსებობა. კვლევის მონაწილეებს ჰკითხეს: “იქორწინებდით თუ არა ახალგაზრდა კაცთან(ქალთან) თუ არ გეყვარებოდათ იგი?" 1967წელს ჩატარებულ კვლევაში მამაკაცების უმრავლესობამ უპასუხა, რომ ისინი არ შეირთავდნენ ცოლად ქალს, რომელიც არ უყვარდათ. ქალებს უჭირდათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, და მხოლოდ ერთი ქალი ოთხიდან ამბობდა იმას, რომ სიყვარულის გარეშე ოჯახის შექმნა არ უნდოდათ. 1976 წელს კიდევ ერთხელ ჩაატარეს იგივე კვლევა, აშშ-ს კოლეჯის ახალი თაობის სტუდენტებზე. აქ უკვე ჩანდა ქალების შეცვლილი, რომანტიკული დამოკიდებულება სიყვარულით ქორწინებისადმი, რადგან ქალების უმრავლესობამ(როგორც მამაკაცების უმრავლესობამაც) უპასუხეს, რომ არ იქორწინებდნენ სიყვარულის გარეშე. 1984წლის ჩატარებულმა კვლევებმა კი აჩვენეს, რომ მამაკაცებისთვისაც და ქალებისთვისაც სიყვარულის გარეშე ქორწინება გახდა მიუღებელი, სქესთა შორის განსხვავება კი-მნიშვნელოვნად შემცირდა.
ასეთი შედეგები მიიღეს ინდივიდუალისტურ კულტურაში, სადაც დროთა განმავლობაში იცვლებოდა, როგორც ადამინის დამოკიდებულება სიყვარულისადმი, ასევე მცირდებოდა განსხვავება ქალებისა და მამაკაცების საზოგადო შეხედულებებს შორის. მაგრამ, კოლექტივისტური კულტურების წარმომადგენლებში განსხვავებული შედეგები მიიღეს. რობერტ ლევენმა და მისი კოლეგები(Levine et al., 1995) ჩაატარეს კვლევა კოლექტივისტურ კულტურის წარმომადგენელ სტუდენტებთან, რომლებისთვისაც სიყვარულს არ ჰქონდა წამყვანი მნიშვნელობა პარტნიორის შერჩევისას. ვარაუდი, რომ კოლექტივისტურ კულტურებში სიყვარულის წინაპირობა ქორწინებისთვის არც ისე მნიშვნელოვანი იყო დადასტურდა(ინდივიდუალისტურ კულტურებთან შედარებით), მათი დამოკიდებულება უფრო პრაგმატული იყო. თავისუფალი არჩევანის მიმართაც კი შეშფოთებას ამჟღავნებდნენ, პარტნიორის შერჩევისას მათ ეხმარებოდნენ მათი მშობლები და ახლობელები. აღსანიშნავია კიდევ ის, რომ ამ კულტურებში გოგოებს უფრო პასიური მიდგომა ჰქონდათ, ანუ ქალისთვის დამამცირებელ ქმედებას წარმოადგენდა მამაკაცის მოხიბლვა.
გენდერულ და კულტურულ განსხვავებებზე სუბრისას(პარტნიორის შერჩევის თემასთან მიმართებაში) საჭიროა ორიძალიან მნიშვნელოვანი თეორიის განხილვაც. სოციო-კულტურული თეორიის თანახმად, მამაკაცებს და ქალებს ტრადიციულად სხვადასხვა სოციალური როლები ჰქონდათ; კაცები იყვნენ მომპოვებლები, ისინი პასუხს აგებდნენ ოჯახის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარებაზე; ხოლო ქალები ასრულებდნენ დიასახლისის როლს, ზრუნავდნენ ოჯახსა და ბავშვებზე. ქალს არ ჰქონდა ძლიერი ეკონომიკური მდგომარეობა და მაღალი განათლების დონე, ამიტომ ეძებდა ისეთ საქმროს, ვინც ეკონომიკური თვალსაზრისით ძლიერი იყო და ამავე დროს განათლებულიც. მამაკაცი კი-პარტნიორის არჩევისას ყურადღებას აქცევდა ქალის ასაკს და იმას, თუ რამდენად კარგი დიასახლი იყო იგი.
ევოლუციური თეორიის თვალსაზრისით კი-ქალებს და მამაკაცებს ევოლუციის პროცესში პარტნიორის არჩევის სხვადსხვა სტრატეგიები ჩამოუაყლიბდათ, რაც მათ რეპროდუქციასთანაა დაკავშირებული. ამრიგად, მამაკაცებს ურჩევნიათ ისეთი პარტნიორები, რომლებიც ფიზიკურად მიმზიდველები არიან, ახალგაზრდები, რადგან ევოლუციის ისტორიაში ამ თვისებებით აფასებდნენ ადამიანის ჯანმრთელობას და რეპროდუქციულ უნარებს. ქალები კი პარტნიორს ირჩევდნენ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბავშვის გაჩენა(ორსულობის 9 თვე, ლაქტაციის პერიოდი, უმწეო ჩვილზე ზრუნვა) მთლიანად მათზე იყო დამოკიდებული, ამიტომ მათ სჭირდებოდათ ძალიან მზრუნველი, მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფილი, მიზანმიმართული მამაკაცი. დროთა განმავლობაში შეიცვალა ქალის და მამაკაცის სოციალური როლი, და ამასთან ერთად შეიცვალა მათი სტრატეგიები პარტნიორის შერჩევასთან დაკავშირებითაც. მამაკაცებისთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდა ქალის ფინანსური მდგომარეობა და ნაკლენად მნიშვნელოვანია ის თუ რამდენად კარგი დიასახლისია ქალი. ქალბატონები კი, უკვე დიდ ყურადღებას აქცევენ საპირისპირო სქესის გარეგნობას.

პარტნიორის შერჩევა3საბედისწერო გატაცება. არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რომლის გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია პარტნიორის არჩევისას. ეს ფაქტორი ცნობილია როგორც “საბედისწერო გატაცება'', რომელშიც იგულისხმება ის, რომ ურთიერთობის დაწყებაში ადამიანს ხიბლავს ისეთი პიროვნული თვისებები, ან თუნდაც ფიზიკური მახასიათებლები, რომლებიც საბოლო ჯამში მათ განშორებისაკენ უბიძგებენ. მაგალითად, ადამიანს თავდაპირველად შეიძლება მოსწონდეს პარტნიორი მისი კონპეტენტურობის, ჭკუის გამო, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს თვისება შეიძლება მოსაბეზრებელი გახდეს, მაგალითად საკუთარ თავზე გაზვიადებული წარმოდგენის გამო.

ურთიერთდამოკიდებულობის თეორია. პარტნიორის არჩევის თემის განხილვისას საჭიროა ურთიერთდამოკიდებულობის თეორიის(Bersheid & Reis, 1998; Kelley & Thibaut, 1978) აღნიშვნაც, რადგან ის აანალიზებს პარტნიორებს შორის ურთიერთობას. ამ თეორიის თანახმად, ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი არის ამ ურთიერთობის შედეგად მიღებული ჯილდოსა და გაღებული დანახარჯის განხილვა. აქ ინდივიდი ითვალისწინებს იმას, თუ რა გასცა და რა მიიღო უკან. აქ არ იგულისხმება მხოლოდ და მხოლოდ მატერიალური ჯილდო და დანახარჯი. ჯილდოში და დანახარჯში იგულისხმება სიყვარულიც, ზრუნვაც, ინფორმაციის გაზიარებაც და ა.შ. ეს თეორიიაც ხაზს უსვამს გენდერულ განსხვავებებს, იმიტომ რომ ქალებისთვის ჯილდოს და დანახარჯს სხვა მნიშვნელობა აქვს, მამაკაცებისთვის კი სხვა. მაგალითად, ქალმა ჯილდოდ შეიძლება ჩათვალოს ემოციური თანადგომა, ძლიერი სიყვარული, დანახარჯად კი-მისი ზრუნველობა პარტნიორის მიმართ. მამაკაცებისთვის კი ჯილდო შეიძლება იყოს ინფორმაციის მიღება, ზრუნვა, დანახარჯი კი-პარტნიორის მატერიალურად უზრუნველყოფა.

მიუხედავად თანამედროვე სოციალური ცვლილებებისა, მაინც არსებობს სქესთაშორისი განსხვავება ასაკის, მიმზიდველობისა და რესურსების მნიშვნელობის თვალსაზრისით, რომლებსაც მამაკაცები და ქალები ითვალისწინებენ პარტნიორის არჩევისას. როგორც კვლევებიდან და ზემოთ აღნიშნული თეორიებიდან ჩანს ეს განსხვავებები სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვა კრიტერიუმისთვის მნიშვნელობის მინიჭებაში ვლინდება.
მიუხედავად ამ თვალსაჩინო განსხვავებებისა, დღესდღეობით საზოგადოება უფრო სკეპტიკურად უყურებს გენდერულ როლებთან დაკავშირებულ საკითხებს, რადგან ამ საკითხების სტერეოტიპული ხასიათი უფრო და უფრო ნათლად ჩანს და პროგრესიც ძალიან დიდია. ეს სტერეოტიპები სათავეს იღებენ ჯერ კიდევ ადრეული ბავშვობიდან, იმ პერიოდიდან, როდესაც ბავშვები იწყებენ გენდერული როლების ათვისებას. როდესაც ყალიბდება გენდერული კატეგორიები, გენდერულად სტრეოტიპული შეხედულებები და საკუთარი სქესისათვის დამახასიათებელი ქცევის სიხშირე სწრაფად იმატებს. ადრეული ასაკიდანვე ბავშვებმა უკვე კარგად “იციან" მრავალი სტერეოტიპი, რომლებიც მომავალში შეეხება მათ საქმიანობას, პროფესიას, პიროვნულ მახასიათებლებს, პარტნიორულ ურთიერთობებს.


0
38
შეფასება არ არის
ავტორი:გოჰარ აღჯოიან
გოჰარ აღჯოიან
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0