x
მეტი
  • 15.08.2020
  • სტატია:102556
  • ვიდეო:347336
  • სურათი:466510
ორჯერ განათხოვარი 12 წლის გოგონა ოჯახს ჩამოართვეს
image

კენიაში ოჯახს ჩამოართვეს 12 წლის გოგონა, რომელიც ორჯერ იყო გათხოვილი ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ამის შეახებ იტყობინება BBC.


როგორც ცნობილი გახდა მამამისმა გოგონა აიძულა ცოლად გაჰყოლიდა 51 წლის მამაკაცს, რომელმაც სანაცვლოდ მიიღო ოთხი ძროხა. გოგონა ქორწინების სასტიკი წინააღმდეგი იყო, თუმცა 12 წლის გოგონას ბიძაშვილები ჩაერივნენ საქმეში, ფიზიკურად გაუსწორდნენ და აიძულეს გათხოვილიყო..


გოგონამ სულ ცოტა ხანი გაძლო ქმართან და შემდეგ გაიქცა, სახლში დაბრუნება ვერ გაბედა, გაიცნო 35 წლის ცოლიანი მამაკაცი და მასთან თანაცხოვრება დაიწყო.

ნათესავებმა მალევე მიაგნეს გოგონას, წამოიყვანეს და პირველ ქმარს დაუბრუნეს.


ეს ამბავი სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის გახდა ცნობილი და გოგონა ოჯახს ჩამოართვეს, ამჟამად გოგონას მამა და ორივე ქმარი მიმალვაშია.


კენიაში, არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირი ისჯება 5 წლამდე პატიმრობით.

ადგილობრივმა უფლებადამცველებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ პანდემიის შედეგად გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა და სიდუხჭირემ გამოიწვია ის, რომ კენიაში ბოლო ხანებში იმატა მოზარდი გოგონების იძულებით გათხოვებამ, სარგებელის მიღების სანაცვლოდ.



1
334
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
334
  
0 1 1