x
მეტი
  • 15.08.2020
  • სტატია:102556
  • ვიდეო:347336
  • სურათი:466510
ლაშა დვალიშვილი: სპორტულმა ჟურნალისტიკამ ქუჩას ამაცდინა, ახლა კი ერთ-ერთ საუკეთესო მედიაორგანიზაციაში ვარ

image


ცნობილი ქართველი სპორტული ჟურნალისტი ლაშა დვალიშვილი ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ერთ-ერთი მთავარი პროდიუსერია და საავტორო გადაცემა "სპორტალი" მიჰყავს.
ჩვენ ლაშას დავუკავშირდით, რამდენიმე შეკითხვა მისი წარსულისა და მომავალი გეგმების შესახებ დავუსვით.
- გილოცავთ, ბატონო ლაშა ტელევიზიაში დაბრუნებას. ამჟამად "პალიტრანიუსზე" ხართ, მიგყავთ თქვენივე საავტორო გადაცემა "სპორტალი", ბრძანდებით არაპოლიტიკური მიმართულების გენერალური პროდიუსერი. რატომ "პალიტრა"?
- "პალიტრა" იმიტომ, რომ არის ერთ-ერთი უძლიერესი ჰოლდინგი ქართულ მედიაბაზარზე, რომელიც არაერთ პლატფორმას ფლობს. ამას გარდა, ხელმძღვანელობა ძალიან მოწადინებულია სპორტული მიმართულების განვითარებისკენ და ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. ამასთანავე, "პალიტრას" აქვს ის
კომპლექსურობა, რაც სხვას არ გააჩნია - აქ არის ტელევიზია, რადიო, გამოცემები და ეს ყველაფერი უდიდეს შესაძლებლობას ქმნის.
- გთხოვთ, გაიხსენეთ, როდის დაიწყეთ სპორტულ ჟურნალისტიკაში მოღვაწეობა? რითი იყო გამორჩეული ის პერიოდი და რას ნიშნავდა ეს ნაბიჯი თქვენთვის?
- ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო, 1993 წელს. სკოლის დამთავრებისთანავე "მეორე არხზე" გადაცემა "სპორტ თაიმში" სტაჟიორად დავიწყე მუშაობა. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემმა უფროსმა მეგობრებმა - მამუკა კვარაცხელიამ, დიმა ობოლაძემ, არმაზ მეტრეველმა ქუჩას ამაცდინეს და სწორ გზაზე დაყენებაში დამეხმარნენ. სწორდ მათი დამსახურებით ვარ სპორტულ ჟურნალისტიკაში.
- რა მიზნებით მიხვედით "პალიტრანიუსზე" და რა გეგმების განხორციელება გსურთ ამ ტელევიზიაში?
- ამ შემთხვევაში გადაცემა "სპორტალზე" ვისაუბრებ. მოგეხსენებათ, "სპორტალი" ყოველდღიური გადაცემაა და იმის ფონზე, რომ ქართულ მედიასივრცეში სპორტული პროექტები ნაკლებად გვხვდება, სწორედ ამიტომ "სპორტალს" უკვე ჰყავს თავისი მაყურებელი. გადაცემა ყოველთვის დღის მთავარ თემაზე კონცენტრირდება, რაც უდიდესი პლუსია. თუ სხვა გადაცემები 1 კვირის განმავლობაში ელოდებიან გასვლის დროს, ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ თემებზე გადაცემას ყოველდღე ვაკეთებთ. თუმცა, პარალელურად, "სპორტალის" განვითარებაზეც ვმუშაობთ.
- რას ეტყოდით თქვენი გადაცემის მაყურებლებს, სპორტის გულშემატკივრებს, რატომ უნდა უყურონ "სპორტალს", რას შესთავაზებთ მათ?
- ჩვენს გადაცემაში სპორტით დაინტერესებული ადამიანები აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებზე საინტერესო სტუმრებს ყოველდღე ნახავენ, ყოველდღე მოისმენენ დღის მთავარ სპორტულ საკითხზე სრულ ინფორმაციას. სპორტის გულშემატკივრებმა კი გადაცემას მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა უყურონ, თუ სურთ, დღის აქტიუალური სპორტული თემის შესახებ ინფორმაცია ყველაზე ადრე და ამომწურავად მიიღონ.
0
33
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0