x
მეტი
  • 15.08.2020
  • სტატია:102556
  • ვიდეო:347336
  • სურათი:466510
შაქარას და: „მისი სიყვარული მაშინ გამოიხატა, როცა გიოს დაკარგვა დამალა!“
image


ტრაგიკულად დაღუპული 19 წლის გიორგი შაქარაშვილის და, მარიამ ხატისკაცის სტატუსის საპასუხოდ სოციალურ ქსელში წერს, რომ გიორგისადმი მისი სიყვარული მაშინ გამოჩნდა, როდესაც შაქარას დაკარგვის შესახებ გაგებული ინფორმაცია დამალა.


1) გიო დაბადების დღეზე დაუპატიჟებლად არ წასულა, თუ ვინმე ასე თვლის ალბათ საკუთარი თავიდან გამომდინარე ❗️
2) გიო დაბადების დღეზე წავიდა გასართობად და არა კონკრეტულად ვინმეს გამო ❗️
3) რაც შეეხება ამ გოგოს, მისი სიყვარული გიოს მიმართ მაშინ გამოიხატა, როცა მან გიოს დაკარგვის შესახებ გაიგო და სხვების მსგავსად დამალა ❗️

4) მადლობა


5) ნახვამდის - წერს ანა შაქარაშვილი.


ეს სტატუსი შაქარას დამ მას შემდეგ დაწერა, რაც მარიამ ხატისკაცმა სოციალურ ქსელში ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: „მიყვარხარ ისე, როგორც არასდროს!“



ბოლო ხანს ბევრს საუბრობდნენ, რომ გარდაცვლილ ფეხბურთელს გიორგი შაქარაშვილს იუბილარი გოგონა უყვარდა, რომლის გამოც საბედისწერო ღამეს ახალგაზრდებმა აგარაკი იქირავეს და მცხეთაში შეიკრიბნენ. მოგვიანებით ნიკა გვარამიამაც განმარტა, რომ შაქარაშვილი სასიყვარულო სამკუთხედს შეეწირა და სწორედ სიყვარულის გამო დასაჯესო. მალევე გაირკვა, რომ ეს ვერსია მცდარი იყო და არცერთმა მხარემ ეს არ დაადასტურა. არც ანა გაბეჩავა ამბობს, რომ მათ რაიმე გრძნობა აკავშირებდათ.. გიორგის მეგობრებიც ხაზს უსვამენ, რომ იუბილარი მისი შეყვარებული არასოდეს ყოფილა.




ამჯერად კიდევ ერთი ახალი ვერსია გაჩნდა, რომელსაც სოციალურ ქსელში გამოჩენილი ერთი პოსტი და ფოტოსურათი კიდევ უფრო ამყარებს. როგორც აღმოჩნდა, მარიამ ხატისკაცი ის გოგონაა, რომლის გულისთვისაც გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილს ანი გაბეჩავას დაბადების დღის წვეულებაზე წასვლა უხაროდა. ამის შესახებ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი შაქარაშვილს მარიამ ხატისკაცი მოსწონდა და გოგონაც არ იყო გულგრილი.
მარიამი ინსტაგრამის გვერდზე შაქარაშვილთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს: „შენ ჩემს გულში ხარ და მიყვარხარ ისე, როგორც არასდროს, You are in my heart and i love you more than ever“- წერს ხატისკაცი.


საგამოძიებო უწყებამ და კრიმინალურმა პოლიციამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ათამდე ადამიანი გამოკითხეს, რამდენიმეს დნმ-ს ნიმუშიც აუღეს.
გამოკითხვიდან გამოსულმა ანა გაბეჩავას მეგობარმა, ბარბარე ურიდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დაბადების დღეზე იმყოფებოდა. მისივე თქმით, გიორგი შაქარაშვილს არ იცნობდა და გამოძიებას მიაწოდა შესაბამისი ინფორმაცია იმ კითხვებთან დაკავშირებით, რაც უწყებას ჰქონდა.

ცნობისთვის, 19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, 11 საათისთვის შეატყობინა. ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჟღერდა, თუმცა საბოლოო შედეგი გამოძიებას ჯერ არ დაუდია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის პასუხი 10 ივლისს გახდა ცნობილი, სადაც წერია, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

ამავდროულად, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.
0
635
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
635
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0