x
მეტი
  • 24.09.2020
  • სტატია:103502
  • ვიდეო:347770
  • სურათი:467816
დიანა ღურწკაიამ სათვალის გარეშე უცნობი საარქივო ფოტოები გამოაქვეყნა
image

დიანა ღურწკაიამ გამოაქვეყნა აქამდე უცნობი საარქივო ფოტოები სათვალის გარეშე.


როგორც ცნობილია პოპ-მომღერალი თავის ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში არასდროს გამოჩენილა საზოგადოების წინაშე სათვალის გარეშე, თუ არ ჩავთვლით ერთადერთ ვიდეოკლიპს"Тебя теряю, "სადაც დიანა მაყურებლისათვის არატრადიციულ ამპლუაში, სათვალის გარეშე წარდგა.


image


ცოტა ხნის წინ კი მომღერალმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ბავშვობის დროინდელი საარქივო ფოტოები:

image

imageდიანა დედასთან ერთად


imageდიანა თოჯინით ხელში, საახალწლო ზეიმზე



imageაქ 8 წლის ვარ, იძულებული ვიყავი დამეტოვებინა სახლი და მესწავლა 500 კილომეტრის დაშორებით უსინათლო ბავშვთა ინტერნატში, ყოველთის როდესაც ვბრუნდებოდი არდადაგებიდან, მოწყენილი ვიყავი, სახლში ტელეფონი არ გვქონდა, იშვიათად მეძლეოდა საშუალება მშობელი დედის ხმა მომესმინა-იხსნებს მომღერალი


image

image

არტისტმა სოციალურ ქსელში გუშემატკივრებს ოჯახის წრეში გატარებული თითოეული წამის დაფასება სთხოვა, მისი გულწრფელობამ თანაგრძნობა გამოიწვია.



დიანა ღურწკაია დაიბადა 1978 წლის 2 ივლისს ქალაქ სოხუმში მეშახტე მამისა და მასწავლებელი დედის ოჯახში. დაბადებით ბრმამ, დიანამ შეძლო დაერწმუნებინა მუსიკის მასწავლებელი, რომ ფორტეპიანოზე დაკვრას მოახერხებდა. 10 წლის ასაკში პირველად გამოვიდა თბილისის ფილარმონიაში ირმა სოხაძესთან ერთად.



1995 წელს გაიმარჯვა მუსიკალურ კონკურსში „იალტა-მოსკოვი-ტრანზიტი“. 1999 წელს დაასრულა მოსკოვის გნესინის მუსიკალური სასწავლებლის საესტრადო განყოფილება. აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა.2000 წელს გამოვიდა მისი სადებიუტო ალბომი 'Ты здесь", შემდეგ მოჰყვა მას მეორე ალბომი-«Ты знаешь, мама».რომელიც ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება მის შემოქმედებაში, 2008 წელს დიანა ღურწკაიამ საქართველო წარადგინა "ევროვიზიის" კონკურსზე სიმღერით "Peace Will Come"(მე-17 ადგილი).დღეისთვის დიანას 6 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

image

1
545
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
545
  
16 ივლისი, 8:53
ეს დედ.....ლი პუტინის მხარდამჭერია. კაცმა დედა გაუხია. და გაუხია. იჯახი გაუხია. სამშობლო დაუხია და მაინც პუტინის მხარდამწერია
0 1 1