x
მეტი
  • 10.08.2020
  • სტატია:102421
  • ვიდეო:347175
  • სურათი:466290
4-წიგნი რომელიც ზაფხულში უნდა წაკითხოთ
სამყაროში უამრავი წიგნი არსებობს რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან.ყველა წიგნს თავისი სათქმელი, ცხოვრებისეული გამოცდილება, რჩევა, დარიგება და ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი აქვ მკითხველის ცხოვრებაში.ჩვენც, დაინტერესებულნი ვართ გამოგონილი ამბებით და პერსონაჟებით რომლებიც ღირებულსა და ცხოვრებისეულს გვასწავლის.დღეს, კი მინდა, რომ გაგაცნოთ ის 4-ქართული თანამედროვე წიგნი რომელიც ზაფხულს განსაკუთრებულად უხდება, ბევრს გამოგზაურებთ, გაგაოცებთ და გაგაკვირვებთ.

პირველი წიგნი ეს, არის ია კარგარეთელის "სხვა უდაბნოს საიდუმლო", წიგნში მოქმედება კაიროში, უდაბნო საჰარაში ხდება და აქვე ვიარდება მთავარი პერსონაჟების სასიყვარულო ისტორია.ქართველი მწერლის თამთასა და ბედუინი იუსუფის სიყვარულის ქარ-ცეცხლში დაიწვებით უდაბნოს ცხელ, ჰაეროვან ქვიშასთან შერწყმით.სიყვარული მოულოდნელად იწყება და ვითარდება რასაც დიდ ისტორიის დსაწყისთან მივყავართ.ცხოვრება ორი სხვადსხვა ეროვნების ადამიანს, სრულიად მოულოდნელად ერთი ჩვეულებრივი მოგზაურობის ჟამს ახვედრებს.როგორ განვითარდება მოვლენები ამას უკვე წაკითხვის შემდეგ გაიგებთ.

imageშემდეგი, წიგნი არის ფენტეზის სათავგადასავლო ჟანრის.ელის დოჯსონის "დომენიკა და საიდუმლო ქალაქი " წიგნი საიდუმლოებებით მოცულ, ჯუნგლებით სავსე, სმწვანით მოცულ, ტროპიკულ სამყაროში, აღმაშფოთებელ მოგზაურობას გპირდებათ.თაქვენ იმოგზაურებთ ზაფხულის ცხელ დღეებში ამაზონის ტყეში, გაიცნობთ უცხო ტომების კულტურას, მოათვალიერებთ ჯუნგლებს და ამავე დროს დროში მოგზაურობს მონაწილე გახდებით.დომენიკას ცხოვრება ნისლით მოცული იყო ეალურ ცხოვრებაში. ერთხელაც დახუჭავს თვალებს და აღმოჩნდება ამაზონის ტყეში სადაც უამრავი იდუმალებით მოცული ამბები ხდება.

imageგვანცა გუბელაძეს "შულამელი გოგონები" ვისაც გაინტერესებთ და გიზიდავთ ისტორიული ფაქტებით გაჯერებული ამბები და სასიყვარულო რომანები მაშინ ეს წიგნი თქვენთვის არის.ორი სხვადასხვა საუკუნის მეთვრამეტე და ოცდამეერთეს გაერთიანება, მსგავსება ორ განსხვავებულ საუკუნეს შორის.ერთი და იგივე ფაქტებითა და დეტალებით გაჯერებული სიყვარულის ისტორია იგივე დასაწყისითა და დასასრულით.თითქოს ბედისწერამ ამ ორი შულამელი გოგონას სიყვარული ეთმანეთს დაუკავშირაო.ორი საუკუნის, ორი შულამითი გოგონას გასაოცარი სასიყვარულო თავგადასავალი.


image

და ბოლოს თინათინ ბერიძეს "მოპარული სიყვარული" მოქმედება უმეტესწილად ბათუმში ხდება, ყველაფერი ერთი უბრალო გართობით იწყება.შეტყობინება რომელიც ორი ადამიანის ცხოვრებას ცვლის და იქმნება ახალი ისტორია, სასიყვარულო რგოლი.ბედისწერამ მათი გულები ერთმანეთს დაუკავშირა, პატარა ხუმრობა კი სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდა, მოვლენები სწრაფად ვითარდება თავისი ცხოვრებისეული სირთულეებით, პრობლემებით და დარტყმებით.

image

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0