x
მეტი
  • 04.08.2020
  • სტატია:102192
  • ვიდეო:347114
  • სურათი:465998
როგორ დავიძინოთ სიცხეში, კომფორტულად?.. და არანაირი კონდენციონერი
ზაფხულის სიცხეში, კომფორტულად ძილისთვის, იდეალური ვარიანტი კონდენციონერი და სპეციალური ჰაერის დამატენიანებელი მოწყობილობა არის. მაგრამ, თუ არც კონდენციონერი გვაქვს და არც დამატენიანებელი?
image
ასეთ შემთხვევაში, როგორც მედიკოსები დვირჩევენ, ძილის წინ, სახლში ფანჯრები უნდა გავაღოთ, ხოლო საძინებელში, — პირიქოთ, დავკეტოთ. ფანჯრებზე ფარდები ჩამოვაფაროთ და პულვილიზატორით წყალი მივასხუროთ. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ საწოლთან ახლოს, ცივი წყლით სავსე თასსაც დავდგავთ. მართალია, ის ოთახს არ გააგრილებს, მაგრამ, ტენიანობას გაზრდის და სუნთქვა ბევრად უფრო ადვილი იქნება.

გარდა ამისა, როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, ჰაერის მაღალი ტემპერატურის დროს, პლედის გარეშე უნდა გვეძინოს ან ბუნებრივი ქსოვილის, სელის ან ბამბის პლედები გამოვიყენოთ — ცხელ ამინდში, არ შეიძლება სინთეტიკური ქსოვილის სამოსის და პლედების გამოყენება, რადგან კანს სუნთქვა გაუჭირდება.

***

კომფორტულად ძილის გარდა, აქვე გთავაზობთ ექიმი-ენდოკრინოლოგის ე. იანგის რჩევებს, რომელიც ღრმა ძილის ფაზის გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ.
როგორც ცნობილია, ღრმა ძილის ფაზას დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის და განსაკუთრებით, იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის. ამრიგად, გაღვიძების დროს, დაღლილობის შეგრძნება რომ არ გვქონდეს და მხოლოდ კი არ დავიძინოთ, გამოვიძინოთ და ორგანიზმმა დაისვენოს კიდეც, შემდეგი რჩევები უნდა გავითვალისწინოთ:
ძილის წინ მივიღოთ ცხელი აბაზანა (სურვილის შემთხვევაში, ინგლისური მარილის გამოყენება შეიძლება);
უნდა გამოვიყენოთ მართკუთხედის ფორმის კისრის ბალიში, ცენტრში ჩაღრმავებით;
ძილზე და მის ხარისხზე გავლენას კვების რაციონიც ახდენს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასში ტრიპტოფანით მდიდარი პროდუქტები შედიოდეს. როგორებიცაა: ყველი, კვერცხი, რძე, თევზი, ინდაურის და ქათმის ხორცი, ლობიო, ოსპი, არაქისი, აკაჟუ;
ძილის წინ სასარგებლოა მომადუნებელი, სარელაქსაციო მუსიკის ან აუდიოწიგნის მოსმენა — ეს ტვინს ამშვიდებს და ორგანიზმს ძილისთვის განაწყობს...
0
122
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0