x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
საზღვარგარეთ წარმატებული ქართველები - ჯორჯ ბალანჩინი

მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ბალეტმაისტერი, გიორგი ბალანჩივაძე დაიბადა 1904 წლის 22 იანვარს ქართული საოპერო მუსკის ფუძემდებლის მელიტონ ბალანჩივაძის ოჯახში, პეტერბურგში. 1914-1921 წლებში სწავლობდა პეტერბურგის მარიას თატრთან არსებულ თეატრალურ საწავლებელში.

image

19 წლის ასაკში სათავეში ჩაუდგა პეტროგრადის „ახალგაზრდა ბალეტს“. 1924 წელს გიორგი ბალანჩივაძე საზღვარგარეთ გაემგზავრა საცხოვრებლად. 1925-1929 წლებში იგი იყო „ს. დიაგილევის რუსული საბალეტო დასის“ მთავარი ბალეტმაისტერი და ამ დროიდან მოინათლა უცხოეთში ჯორჯ ბალანჩინად.

1932 წლიდან ჯორჯ ბალანჩინი ფრანგული საბალეტო დასების „ბალე რიუს დე მონტე კარლოს“ და „ბალე – 1933“–ის ბალეტმაისტერია.

1933 წელს ჯორჯ ბალანჩინი მიიწვიეს აშშ–ში, სადაც შექმნა „ამერიკული საბალეტო სკოლა“, რომლის ბაზაზეც ჩამოყალებეულ დასს 1948 წლიდან „ნიუ–იორკ სიტი ბალე“ დაერქვა.

image

ჯორჯ ბალანჩინს დადგმული აქვს ასზე მეტი საბალეტო სპექტაკლი ბუენოს–აირესის, კოპენჰაგენის, ლონდონის, მილანის და სხვა ქალაქების თეატრებში.

ბალანჩინი ავტორია ინგლისურენოვანი წიგნისა „ცნობილი ბალეტების დაწვრილებითი აღწერა“. თავდაპირველად იგი დგამდა სიუჟეტიან ხოლო შემდეგ უსიუჟეტო ე. წ. აბსტრაქტულ ბალეტებს, რომელშიც განხორციელებული იყი მისი შემოქმედების ძირითადი პრინციპი – მახვილი ქორეოგრაფიული მონახაზის, ხატოვანი, რთული მოძრაობების მეოხებით მუსიკა გახადო ხილვადი და სასიამოვნო აღსაქმელი.

1962 და 1973 წლებში ჯორჯ ბალანჩინი საგასტროლოდ ჩამოვიდა საბჭოთა კავშირში და ორივეჯერ თბილისშიც გამართა სპექტაკლები, რომლეთაც დიდი წარმატება ხვდა წილად.

1983 წლის 29 აპრილს ჯორჯ ბალანჩინი გარდაიცვალა. დაკრძალულია ამერიკაში.

0
84
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0