x
მეტი
  • 10.08.2020
  • სტატია:102423
  • ვიდეო:347175
  • სურათი:466291
10 ყველაზე გასაოცარი ფაქტი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს
პიცა


სამყაროში ბევრი რამ ალბათ საოცრება უფროა, ვიდრე ჩვეულებრივი ამბავი. შევეცდებით, ამ სტატიაში ის გასაოცარი ფაქტები წარმოგიდგინოთ, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში დაფიქსირდა:


1. 2011 წელს მეცნიერებმა ქაღალდის 100 ფრანი გერმანიის თავზე, ზღვის დონიდან 37 კილომეტრის სიმაღლეზე გაუშვეს. მოგვიანებით ზოგიერთი მათგანი კანადაში, ზოგი აშშ-ში, ზოგი კი ავსტრალიასა და სამხრეთ ამერიკაში იპოვეს.


2. ნორვეგიაში დეკემბრის თვეში მიღებულია გადასახადების მხოლოდ 50 %-ით გადახდა, რათა ადამიანებს საშობაოდ მეტი ფული დარჩეთ.



3. უკანასკნელი 3000 წლის მანძილზე მხოლოდ 268 წელი იყო ისეთი, როცა ქვეყნები ერთმანეთთან არ ომობდნენ.


4. იმ თვეებში, რომლებიც კვირით იწყება, პარასკევი ყოველთვის 13 რიცხვში უწევს.


5. დედამიწაზე არსებობს ქალი, რომელსაც მარიხუანა პეპსი ჯეკსონი ჰქვია.


6. 2014 წელს მაშველებმა ერთი ქალი აალებული სახლიდან გამოიყვანეს. ქალმა შეამჩნია, რომ ტელეფონი თან არ ჰქონდა და უკან, სახლში შევარდა, რის შემდეგაც დაიღუპა.


7. 1923 წელს ნიუ-იორკში ერთ-ერთი დოღის გამარჯვებული მიცვალებული გახდა. საქმე იმაშია, რომ ჯირითის პროცესში მხედარმა გულის ინფარქტი მიიღო, რის შემდეგაც ცხენმა გარდაცვლილის სხეული ფირნიშამდე მიიტანა.


8. ზვიგენები დედამიწაზე უფრო ადრე გაჩნდნენ, ვიდრე ხეები.


9. პანდები ხანდახან მუცელს იბერავენ, ვითომ მაკედ არიან, რათა მომვლელებისგან მეტი საკვები მიიღონ.


10. 2010 წელს ერთი პიცა 10 ათას ბიტკოინად გაიყიდა. დღევანდელი გაცვლითი კურსის მიხედვით ეს 28 მილიონ ლარზე მეტია.



პიცა

0
323
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
323
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0