x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ არის კოცნა ასე მნიშვნელოვანი?
კოცნა


რატომ ვკოცნით ადამიანები ერთმანეთს? და რატომაა კოცნა ურთიერთობაში ასე ძალიან მნიშვნელოვანი?


მოდით, გადავხედოთ ყველაზე არსებით ფაქტებს კოცნის შესახებ:


პულსი ჩქარდება, სისხლის წნევა მატულობს, ღაწვები იფაკლება. ჰორმონების ნამდვილი კოქტეილი მოძრაობს მთელ სხეულში. გამოიყოფა ოქსიტოცინი, სეროტონინი და დოპამინი - ყველა ეს ჰორმონი ცნობილია, როგორც ხვევნა-კოცნის და ბედნიერების ჰორმონები. სახის 34 კუნთი აქტიურდება და მილიონობით ბაქტერია მოგზაურობს ერთი ადამიანის პირის ღრუდან მეორის პირის ღრუში, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც მხოლოდ ფიზიოლოგიური ფაქტორებია. ხოლო ფსიქოლოგიურ ფაქტორს რაც შეეხება, კოცნას ეროსის უმცროს დას უწოდებენ. მაგრამ ეს შეცდომაა. კოცნა უაღრესად მნიშვნელოვანია ურთიერთობაში. ის სარკისებურად ასახავს ურთიერთობის ყოველგვარ ასპექტს. ბევრი წყვილი ჩივის, რომ მათ ურთიერთობებში პრობლემებია, მაგრამ უპირველესი პრობლემა სწორედ კოცნის დეფიციტია. კოცნის დროს მთლიანად ენდობი პარტნიორს, გრძნობ ტემპს და მისი ტუჩების გემოს და სურნელს. კარგ კოცნას ვნებაც სჭირდება და ადამიანის აღგზნებაც შეუძლია. ჰოდა, თურმე თუ თქვენ 76 წლის ხართ, აქედან 76 დღე უწყვეტად კოცნაში გქონიათ გატარებული.



როგორც გამოკვლევამ დაადასტურა, რაც დრო გადის, ადამიანები სულ უფრო მეტს კოცნიან ერთმანეთს, რაც ძალიან სასიხარულოა.


მაგრამ ძალიან ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ კოცნა მთელ მსოფლიოში გავრცელებულია. როგორც აღმოჩნდა, 168 მსოფლიო კულტურიდან კოცნა მხოლოდ 46 %-ს ახასიათებს. კოცნა ყველაზე გავრცელებული ყოფილა შუა აღმოსავლეთში, ჩრდილო ამერიკასა და ევროპაში. აფრიკაში, ახალ გვინეასა და ცენტრალურ ამერიკაში ის არაფერს არ ნიშნავს.


კოცნას მეცნიერების მთელი დარგი ეძღვნება - ფილემატოლოგია. როგორც ფილემატოლოგებმა გერმანიაში შეისწავლეს, ის მამაკაცები, რომლებიც ახლად გაღვიძებულზე საყვარელ ქალებს კოცნიან, საშუალოდ 5 წლით უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვინც ისინი, ვინც ამას არ აკეთებს.


ასე რომ, აკოცეთ ერთმანეთს რაც შეიძლება მეტი და იცოცხლეთ დიდხანს.


კოცნა

0
259
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
259
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0