x
მეტი
  • 10.08.2020
  • სტატია:102421
  • ვიდეო:347174
  • სურათი:466289
ამერიკაში პროტესტანტებმა მოკლეს ახალგაზრდა თეთრკანიანი გოგონა სიტყვებისთვის"ყველას სიცოცხლე მნიშვნელოვანია"
image

აშშ-ში Black Lives Matter-ის აქტივისტებმა, რომელიც აგერ უკვე ორი თვეა აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ აგორდა, მოკლეს 24 წლის თეთრკანიანი გოგონა.ეს ინციდენტი 5 ივლისს მოხდა და ამ ისტორიის მიჩქმალვას გულმოდგინედ ცდილობდნენ, თუმცა მაინც გაჟონა პრესაში და მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.

image


Foxnews-ის ინფორმაციით, 5 ივლისს ღამით ინდიანიპოლისში(შტატი ინდიანა) 24 წლის ჯესიკა უიტაკერი(Jessica Whitaker) სამ მეგობართან ერთად მისეირნობდა, როდესაც შეეჩეხნენ Black Lives Matter-ის ორ აქტივისტს, რომლებმაც მოთხოვეს ეთქვათ პროტესტანტთა ლოზუნგი " შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია", (Black Lives Matter-)რაზეც გოგონამ მშვიდად უპასუხა "ყველას სიცოცხლე მნიშვნელოვანია"(All Lives Matter.).



დემონსტრანტები თითქოს მშვიდად გაშორდნენ ჯესიკას და მის ორ მეგობარს, თუმცა მოგვიანებით ჩაბნელებულ ადგილზე, ხიდის ქვეშ ჩაუსაფრდნენ მათ და გოგონა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.


ჯესიკა მარტოხელა დედა იყო, მას დარჩა 3 წლის ბიჭუნა, ახალგაზრდა ქალი დღედღეზე მეორედ გათხოვებას აპირებდა ხოსე რამირესზე.

image

"გვეგონა, რომ ისინი მოგვშორდნენ და გორაკისკენ წავიდნენ, მაგრამ სინამდვილეში თურმე St. Clair-ზე და გელოდებოდნენ, როდის გავივლიდით ხიდის ქვეშ, სწორედ იქ ესროლეს, ”- თქვა რამირესმა.

image

Foxnews- არაერთხელ დაუკავშირდა პოლიციას, თუმცა ის ჯიუტად არ ასახელებს მკვლელების არც ვინაობას და არც რასას.


0
367
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
367
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0