x
image
არჩილ ვერულიძე
5 უძველესი ქალაქი, რომელიც დღესაც არსებობს
მსოფლიოს უძველესი ქალაქების უმეტესობა ნანგრევებად იქცა და არქეოლოგიური გათხრების ადგილი გახდა. მაგრამ ზოგიერთ მათგანში ანტიკურობა დღემდე მეზობლობს თანამედროვე ცივილიზაციასთან. ამ ქალაქებმა ცეცხლსა და წყალიში გაიარეს, ისინი გაჯერებულია ისტორიითა და საიდუმლოებით მოცული ატმოსფეროთი, სადაც ხალხი ჯეკ კიდევ ცხოვრობს.


იერიქონი - პალესტინა.

image

მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი დასახლებული ქალაქი დაარსდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6800 წელს, თუმცა პირველი ხალხი აქ გაცილებით ადრე გამოჩნდა. იერიქონის კოშკის კედლები ქალაქის ღრმა ისტორიას გვახსენებს. არქეოლოგებმა აქ აღმოაჩინეს უძველესი ღირებულებების მთელი ფენები, ეს არის ნამდვილი ისტორიული საგანძური. მდინარე იორდანიის სანაპიროზე განლაგებული იერიქონი ნაწილობრივ აღიარებულია პალესტინის სახელმწიფოს ტერიტორიად და პროვინცია იერიქონის დედაქალაქად იწოდება. დღეს დაახლოებით 20 000 ადამიანი ცხოვრობს იერიქოში.



დამასკო - სირია.

image

ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ დამასკო დედამიწის უძველესი ქალაქია, თუმცა დავა დღემდე გრძელდება. ზოგი მეცნიერი ვარაუდობს, რომ იგი დაარსდა ძვ.წ. 10000 წელს. თუმცა ოფიციალური დაარსება გაცილებით გვიანდელი პერიოდით თარიღდება. სირიის დედაქალაქი სიძველეების საწყობია. სამწუხაროდ ბევრი ისტორიული ფასეულობა დაიკარგა სამობარი კომფლიქტებისას, მაგრამ დამასკო დღეისთვის მსოფლიოს უძველესი დედაქალაქია უნიკალური ღირსშესანიშნაობებით.


ბიბლოსი - ლიბანი.

image

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, რომელსაც ოდესღაც ფინიკიელები ფლობდნენ. ძველი სამყაროს უმნიშვნელოვანეს პორტად ითვლებოდა, მისი მაცხოვრებლების უძველესი ენა კი ჯერაც არ არის ამოხსნილი მეცნიერების მიერ. ბიბლოსი ინახავს მრავალ უძველეს საიდუმლოებას, გამოცანებს კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას.


ლუქსორი - ეგვიპტე.

image

ცნობილი მუზეუმი ღია ცის ქვეშ ოდესღაც ძველი ეგვიპტის დედაქალაქი იყო.ლუქსორი მსოფლიოში ასევე ცნობილია ისტორიული სახელწოდებით - თებე. უძველესი ეგვიპტური კულტურის უნიკალური ქანდაკებები, ღირსშესანიშნაობები და ფასეულობები ლუქსორს შთამბეჭდავ ადგილად აქცევს. ათასობით ტურისტი ჩამოდის აქ.


არგოსი - საბერძნეთი.

image

ევროპის უძველესი ქალაქი დაარსდა ჯერ კიდევ ცნობილ ათენზე ადრე. არგოსი მდებარეობს პელოპონესზე, თანამედროვე ნაგებობები უძველესი ნანგრევბისა და ღირსშესანიშნაობების გვერდით თანაარსებობენ. არგოსი ფიგურირებს ძველ ბერძნულ ეპოსში, , მაგრამ სავარაუდოა, რომ არგოსის ტერიტორიაზე პირველი მცხოვრებლები გაცილებით ადრე გამოჩნდნენ, ვიდრე მეცნიერები მიერ ნაპოვნი მტკიცებულებებიდან ჩანს.

0
359
შეფასება არ არის
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
359
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0