x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აზერბაიჯანელი გენერალი სომხებთან ბრძოლაში დაიღუპა

image

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება გენერლის დაღუპვის შესახებ სომხეთთან საზღვართან გამართულ ბრძოლებში, ინფორმაციას Vesti.az. ავრცელებს.


თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ქერიმ ვალიევმა განაცხადა, რომ 14 ივლისის დილას დაიღუპნენ გენერალ-მაიორი ფოლად გაშიმოვი და პოლკოვნიკი ილგარ მირზაევი.

გარდა ამისა, როგორც გამოცემა იტყობინება, დაიღუპა კიდევ ხუთი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის ორი მაიორი.


უფრო ადრე ბაქო იტყობინებოდა ოთხი დაღუპული სამხედრო მოსამსახურის შესახებ.

საზღვარზე შეტაკებების დაწყებიდან აზერბაიჯანმა მთლიანად 11 ადამიანი დაკარგა. სომხეთის ხელისუფლება იტყობინება, რომ მათი მხრიდან ორი პირი დაიჭრა, თუმცა ქერიმ ვალიევი РеалТВ-სთან ინტრევიუში აცხადებს, რომ სომხებმა 100 სამხედრო დაკარგეს.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკება 12 ივლისს დაიწყო. მხარეები ერთმანეთს პროვოკაციაში ადანაშაულებენ .

ორ რესპუბლიკას შორის ტერიტორიული დავა მთიანი ყარაბახის გარშემო 1987 წლიდან დაიწყო.1991 წელს ძირითადად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონმა გამოცხადა დამოუკიდებლობა რამაც ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისიპირება გამოიწვია. სამი წლის შემდეგ, რუსეთის შუამავლობით, ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის ოქმს, მაგრამ საომარი მოქმედებები პერიოდულად ახლდება.

4
395
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
395
  
2020, 16 ივლისი, 7:23
ასეთი დიდი გადანაწილება იგეგმება და დებილი ქალი გვყავს პრეზიდენტად. არც მარგევლა უქნია გამჩენს და არც მიშა. არ გავიმართლა ამ მხრივ და თანახმა ვარ ჩამაბაროთ მთავარსარდლობა:))) როცა შანსი გეძლევა გარღვევა გააკეთო ამ კომფლიქტში ეს უნდა ქნა და შესაძლოა იყოს შანსი დამარცხების,მაგრამ უნდა ცადო. ჩვენი ბრძოლის გარეშე ეს თემა არ მოგვარდება და ბევრი ქართველიც შეეწირება ამას(შესაძლოა მეც),მაგრამ ვარდი უეკლოდ ვის დაუკრეფია
2020, 16 ივლისი, 7:19
გაუნათლებელი ქართველი ელოდება რუსეთისგან თურქეთის დასჯას,რადგან აია სოფიას ტაძარი მეჩეთად გადააკეთეს და ამიტომ არის თურქეთი ჩვენი მტერი. არადა ეგ ტაძარი ჩვენთან არაფერ შუაშია. მაგ ტაძრის ამშენებლები არანაკლებ გვაოხრებდნენ და თვითონ ეგ ბიზანტია რომაელებმა დაღუპეს. ჯვაროსნული ლაშქორბა მოაწყვეს და გააპარტახეს კონსტატინოპოლი და ამიტომ ჩაუვარდათ ხელში ოსმალებს. მე ის უფრო მიკვირს აქამდე რატო არ გადააკეთეს მეჩეთად,თორე რომ გადაკეთდა ეგ გასაკვირი არ არის.ე.ი. ამ ეტაპზე არის რაღაც ისეთი სიტუაცია,რომლის გამწვავებაც უნდათ და ამაში მონაწილეობს ე.წ. მართმადიდებლობის დამცველი რუსეთი. ეს ნათლად მიუთითებს თურქეთის მზადყოფნას რუსეთთან კონფლიქტში და ასევე მზაობას გადაწყვიტოს ყარაბაღის კონფლიქტი. თურქეთი როგორც ნატოს წევრი სახელმწიფო და ჩვენ როგორც ნატოს პარტნიორი ქვეყანა ჩავერთვებით ამ კონფლიქტში სავარაუდოდ. სხვანაირად არ გამოვა და უკეთესიც არის.დროა დავარღვიოთ ილუზია ერთმორწმინეობაზე და ვიზრუნოთ ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებაზე.თუ თურქეთმა დაარყა სომხეთს აზერების გამო,მაშინ რუსეთიც შემხვედრ ნაბიჯს გადადგავს. ეს არის შანსი,რომლის მსგავსი არ გვექნება კარგახანს. რა დროს დაიწყება კონფლიქტი რუსებს და თურქებს შორის,მაშინვე უნდა დავიკავოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო,გადარეკილი უნდა იქნას ის ნახირი რომელიც იქ დგას. ალბათ თქმაც არ უნდა,რომ ავღანეთიდან გამოწვეული უნდა იქნას ჩვენი ჯარი და ყოველდღე უნდა ველოდეთ ამ ყველაფერს.
2020, 16 ივლისი, 7:06
სომხებმა რუსებს და აფსუებს დაუჭირეს მხარი აფხაზეთის ომის დროს და ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდნენ.ეს მიუთითებს,რომ სომხეთს სომხები არ მართავენ და ისინი იმართებიან ჩრთილოეთიდან. ასე იყო პირველი რესპუბლიკის დროსაც და ასეა ახლაც.წინ წამოიწია გარეჯის თემამ და კონფლიქტის გამწვავება სცადეს,მაგრამ კეთილგონიერება გამოვიჩინეთ და მივხვდით რო ამის დრო არ არის. ე.წ. "მეხუთე კოლონის" მხრიდან იყო მცდელობები და არც საპატრიაქოს გამოუჩენია დიდი აზროვნება ამ მხრივ. რუსეთის ინტერესის საწინააღმდგეოდ მოქმედებს ქართველიც და აზერიც,ამიტომ ჩვენ შორის სიტუაციის დაძაბვა არის მათი პირველი ინტერესი,ხოლო როცა ეს არ გამოვიდა,მიადგნენ სომხებს და კონფლიქტი გაახურეს.ბევრ ქართველს ჰგონია,რომ რელიგიური მრწამსის გამო აზერები და თურქების მხარე არ უნდა დავიჭიროთ,არადა აქ არაფერ შუაშია რელიგია. ჩვენი ინტერესია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ალტერნატივა იყოს და ეს ყველაფერი საქართველოს გარეშე არ მოხდეს და ეს არ მოსწონთ არც რუსებს და არც სომხეთის რუსეთუმე მთავრობას.
2020, 16 ივლისი, 6:58
დიდი მითქმა გამოიწვია აზერბაიჯანის და სომხეთის გამწვავებულმა კონფლიქტმა და ორიოდე სიტყვით დავწერ ჩემს მოსაზრებას. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი არ ახალია და თავის დროზე ინსცენრებული იყო რუსეთის მიერ(როგორც ჩვენი კონფლიქტები). გარცელდა ინფორმაცია,რომ თურქეთი დაეხმარება აზერებს,ხოლო სომხებს ისედაც რუსული ხელი მართავს. ჩვენი მეზობლები ერთმანეთში იჩხუბებენ და ჩვენ არ მგონია მშრალად გამოვწვრეთ. ნასროლი ქვა მაინც მგვხდება.ამ მთავრობის ხელში არ მგონია,მაგრამ გონიერი მთავრობა აზერბაიჯანის მხარეს გააკეთებდა აქცენტს,რადგან ამ კონფლიქტის გაცხელება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს უკავშირდება. რუსეთი ცდლიობს,რომ შექმნას კონფლიქტი,სადაც მშვიდობის მყოფელის როლში ჩაერთვება და გააკონტროლებს ევროპაში ალტერნატიულ რესურსების მიწოდებას.ადრეც მითქვამს და ეხლაც გავიმეორებს,რომ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება საქართველომ უნდა იკისროს და არა რუსეთმა,მაგრამ მთავრობა ჩვენც არ გვივარგა. დროა ასეთი ფაქტებით დააბრუნოს საქართველომ გავლენა კავკასიაზე და შექმნას ზღუდე რუსეთისთვის,მაგრამ ამაზე არავინ მუშაობს. ერთი ფაქტია,როგორც ისტორიულად ვიცით,თუ კავკასიის ერთ სახელმწიფოს გაფარჩაკება ხდება,ფარჩაკდება სხვაც. სომხები და აზერები ამას რო ვერ ხვდებიან ან არ ხვდებიან ეგ ახალი არ არის,მაგრამ ქართველებმა რაღაც უნდა მოვიმოქმეოდოთ ამისათვის.
0 1 4