x
მეტი
  • 10.08.2020
  • სტატია:102425
  • ვიდეო:347174
  • სურათი:466313
კომპიუტერული თამაშები: სასარგებლოა თუ საზიანო?
image

ჩვენი ცხოვრების კომპიუტერიზაცია უკვე უდაო ფაქტი გახდა და სარგებელთან ერთად ბევრი პრობლემაც მოგვიტანა. ეს ეხება კომპიუტერულ თამაშებსაც - მითუმეტეს მათით ძირითადად ბავშვები და მოზარდები არიან დაკავებულნი. საზოგადოებაში სულ უფრო ვრცელდება აზრი იმის შესახებ, რომ კომპიუტერული თამაშები სახიფათოა ბავშვების ფსიქიკისთვის: ანვითარებს მათში აგრესიას, ავიწროებს ინტერესების სფეროს, აღარიბებს ემოციურ სფეროს. მაგრამ უცხოელი სპეციალისტების გამოკვლევებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ წარმოდგენების უდიდესი ნაწილი არ შეესაბამება სიმართლეს.


კომპიუტერული თამაშები მხოლოდ დროებით წყვეტენ მოზარდებს თავიანთი ჩვეული ცხოვრებიდან, საბოლოოდ ისინი მაინც უბრუნდებიან თავისთვის ჩვეულ გატაცებას თუ ჰობს.

აბსოლუტურად საპირისპიროა მოზარდების სოციალურ ქცევასთან დაკავშირებული საერთო მონაცემები:კომპიუტერული თამაშების მოყვარული ადამიანები უფრო ადვილად ადაფტირდებიან თანატოლების კომპანიაში. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ მოზარდები, რომლებიც თავისუფალ დროს კომპიუტერთან ატარებენ ბევრად უფრო გააზრებულები და მიზანმიმართულნი არიან სხვებთან შედარებით, ამასთანავე უკეთ აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს.



"მოთამაშეთა" შორის სერიოზული ფსიქიური პრობლემები და კომპიუტერული დამოკიდებულების სიმპტომები ვერ აღმოაჩინეს, რათქმაუნდა მათ შორისაც არიან ფანატები, როგორც სხვა ნებისმიერ ჯგუფში. საბედნიეროდ მათი რაოდენობა 10-12% -ს არ აღემატება. ძირითადად თავს მოხვეული აღმოჩნდა მოსაზრება აგრესიის პროგრესირების შესახებ. მხოლოდ 9 წლამდე ბავშვებში შეიძლება მოხდეს აგრესიის სტიმულირება ძალადობრივი შინაარსის მქონე კომპიუტერული თამაშების მეშვეობით.


დღეისათვის კომპუტერული თამაშების რიცხვს მიეკუთვნება პროგრამებისა და ტექნოლოგიური აპარატების ფართო კლასი, სხვადასხვა შესაძლებლობებით: დიაგნოსტიკური თამაშები, თამაში-თერაპევტი, თამაში-სიმულატორი, სასწავლო თამაშები და ა.შ.


რაც შეეხება კომპიუტერული თამაშებისგან ზიანს, ეს ძირითადად დაკავშირებულია მათ გადაჭარბებულ გამოყენებასთან. ნებისმიერი ასაკისთვის, როგორც მოგეხსენებათ, არსებობს გარკვეული დროის ნორმები და მათ მკაცრად უნდა დაიცვან ისინი.

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0