x
მეტი
  • 15.08.2020
  • სტატია:102548
  • ვიდეო:347336
  • სურათი:466509
"გაუპარსავი იღლიები და გამჭვირვალე ტოპი". მადონას ქალიშვილი საზოგადოების შოკირებას კვლავ განაგრძობს

image


ერთ - ერთი ბრძნული გამონათქვამის თანახმად, "ვაშლი, ვაშლის ხიდან შორს არასდროს ვარდება". ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის - მადონა ლუიზა ჩიკონეს მემკვიდრე ზემოაღნიშნულ გამოთქმას 100 % ამართლებს.


image


მოგეხსენებათ, პოპ - მუსიკის დედოფალი სამაგალითო ქცევით არასდროს გამოირჩეოდა. მადონას, ისევე როგორც შოუ - ბიზნესის სხვა წარმომადგენლებს საზოგადოების შოკში ჩაგდება ყოველთვის უყვარდათ და დღესაც ასეა.



image


61 წლის ეპატაჟური მომღერალი თაყვანისმცემლების წინაშე პროვოკაციული იმიჯით ხშირად ჩნდება, და არც სკანდალურ გამოხტომებზე ამბობს უარს. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ, ტაბლოიდური გამოცემები ახალმა ამბავმა მოიცვა, როგორც ირკვევა, პოპ- დედოფალს ახალი მეგობარი ბიჭი ჰყავს, რომელიც მომღერალზე არც მეტი, არც ნაკლები 35 წლით უმცროსია.


image


პოპ- მუსიკის ლეგენდის 23 წლის ქალიშვილი ყველანაირად ცდილობს ვარსკვლავურ დედას "არასტანდარტულ ქცევაში" არ ჩამორჩეს. რამდენიმე დღის წინ, პაპარაცებმა ლურდესი ნიუ იორკის ერთ - ერთ ქუჩაზე მოკლე შორტებითა და გამჭვირვალე ტოპით დააფიქსირეს. 23 წლის მოდელის ფოტოები ინტერნეტსივრცეში ვირუსივით გავრცელდა, გოგონას ფოტო ალბათ ამხელა აჟიოტაჟს ნამდვილად არ გამოიწვევდა, რომ არა მისი გაუპარსავი იღლიები.


image


"ის საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ამგვარად ცდილობს", "საზიზღრობა", "ის ხომ გოგოა", "დედამისზე უარესად გამოიყურება, " - არ ცხრებოდნენ აღნიშნული ფოტოს ქვემოთ კომენტარებში აღშფოთებული ინტერნეტმომხმარებლები. ლურდესი პაპარაცებს მანამდეც არაერთხელ დაუფიქსირებიათ გაუპარსავი იღლიებით.


image





0
426
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
426