x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ელვის პრესლის შვილიშვილმა თავი მოიკლა-ის 27 წლის იყო
image

"როკ ენ როლის მეფის" ელვის პრესლის შვილიშვილი, მუსიკოსი ბენჯამინ კეჰო მკვდარი იპოვნეს საკუთარ ბინაში, ქალაქ კალაბასაში(კალიფორნიის შტატი). ამის შესახებ იტყობინებ მუსიკოსის დედის, ლიზა მარი პრესლის მენეჯერი როჯერ ვიდინოვსკი.



მენეჯერმა აღნიშნა, რომ 52 წლის ლიზა მარია პრესლი " უნუგეშოა და მწუხარებისგან განადგურებული".

image


თავის მხრივ, სამართალდამცავები ადასტურებენ, რომ 27 წლის მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობა იყო. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსი მთელი ცხოვრების განმავლობაში თავი არიდებდა პრესას და პირადი ცხოვრების დამალვას ცდილობდა.

image

ბენჯამინი იყო ორი შვილიდან უმცროსი, რომელიც ლიზა მარი პრესლის თავის პირველ მეუღლესთან, მუსიკოსთან დენი კაოფასგან შეეძინა.

ლიზა მარის ასევე ჰყავს ტყუპები 11 წლის გოგონები მეოთხე ქმრისგან, მუსიკოს და პროდიუსერ მაიკლ ლოკვუდისგან, რომელთანაც 2006 წელს იქორწინა, ლიზა მარია პრესლის აგრეთვე ხანმოკლე ქორწინება ჰქონდა პოპ ვარსკვლავ მაიკლ ჯექსონთან და მსახიობ ნიკოლას კეიჯთან.



ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ ბენჯამენი ყველაზე ძალიან წააგავდა, თავის სახელოვან პაპას.

image


0
311
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
311
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0