x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რა პრობლემები აქვს ყველაზე გრეძელფეხება გოგოს მსოფლიოში?
image

29 წლის რენსენტჰორლო ბადი დაიბადა მონღოლეთში, მაგრამ ამჟამად ცხოვრობს ჩიკაგოში, (აშშ). გოგონას ყოველთვის ადვილად იპოვით ხალხში, რადგან მისი სიმაღლე 205 სანტიმეტრია. რენიმ ყველაზე გრძელფეხება ქალთა რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა. პირველი მაკი კარინს ეკუთვნის ტეხასიდან, მაგრამ გოგონა არ აპირებს მასთან ბრძოლას - რენის ისედაც აკმაყოფილებს ეს პოზიცია, წერს Lad Bible.


image

გოგონამ საუბრობს იმაზე, თუ როგორ განიცდიდა დისკომფორტს გრძელი ფეხების გამო - ამჟამად ის 134 სანტიმეტრია. რასაკვირველია, გოგონას ადვილად შეეძლო სირბილში თანაკლასელების გასწრება ან სიმაღლეების დაპყრობა, მაგრამ მინუსები უფრო მეტი იყო: პირველ კლასში, რენი უკვე საკუთარ მასწავლებელზეე მაღალი იყო - 168 სმ. მას სურდა ლამაზი სამოსი ეყიდა, მაგრამ მისი ზომის მსგავსი არაფერი იშოვებოდა.


image

-ჩემი ზომის ტანსაცმლის შოვნა უბრალოდ არარეალურია. ჩემი ფეხის ზომა 46-ია და ასეთი ფეხსაცმელი არ არსებობს აზიაში - არც მონღოლეთში და არც სამხრეთ კორეაში. როდესაც ჩამოვედი შეერთებულ შტატებში, ვცდილობდი რაღაც შემერჩია, მაგრამ უშედეგოდ. ამჟამად ინტერნეტ მაღაზიებიდან ვახერხებ რაღაცრაღაცეების შეძენას.-აღნიშნავს გოგონა.

image


რენმა აღიარა, რომ აზიაში მისი სიმაღლის ქალისთვის ცხოვრება მხოლოდ ტანჯვაა, თუმცა ლაფსუსები ხდება შეერთებულ შტატებშიც. არც თუ იშვიათად რენი ჭერს თავი შეხებიია, ან თავი დაუხრია კარებში გასვლის დროს, რას მას ძალზე ცუდ ხასიათზე აყენებს .


მიუხედავად ამის, მან მაინც ისწავლა თავისი სიმაღლით და გრძელი ფეხებით ცხოვრება, ამჟამად მონღოლი გოგონა მოდელია იმ ბრენდის, რომელიც მაღალი გოგონებისთვის ლეგინსებს (მოტკეცილ შარვლებს) კერავს.


"ზოგჯერ ქუჩაში მეკითხებიან: "თქვენ მოდელი ხართ?" და ეს ისე მსიამოვნებს! შესანიშნავია იყო მაღალი, მე ხომ ყველასგან გამოვირჩევი"-აღნიშნა გოგონამ.

image

0
262
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
262
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0