x
image
_K_
ამ ვარსკვლავებმა შეიყვარეს საკუთარი სხეულის ნაკლოვანება და ის საკუთარ ძლიერ მხარედ აქციეს
imageმოკლე ფეხები, სწორი წელი, ზედმეტი წონა... სტატიაში გაგაცნობთ ვარსკვლავებს, რომლებისთვისაც ეს ყველაფერი პრობლემას არ წარმოადგენს. ისინი სხეულის "ნაკლოვანებებს" უფლებას არ აძლევენ, წინ გადაეღობონ კარიერულ ან პირად ცხოვრებაში. ამ შვიდმა ქალმა მოახერხა, ერთი შეხედვით დეფექტი საკუთარ ძლიერ მხარედ გადაექცია.






7. ემილია კლარკი

"სამეფო კარის თამაშების" ვარსკვლავი მხოლოდ 5 ფუტი (152.4სმ) სიმაღლისაა. ემილია კლარკს უყვარს გემრიელი კერძების მირთმევა და არ ადარდებს, ჯდება თუ არა ჰოლივუდის სილამაზის სტანდარტებში. ბევრი ადამიანი ამბობს, რომ მსახიობს ზედმეტი წონა აქვს, მაგრამ ეს მას ნაკლებად მიმზიდველს სულაც არ ხდის.

image






6. ჟიზელ ბიუნდჩენი

გრძელი ფეხების, გამხდარი ტანისა და ქარიზმის გამო ჟიზელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია მსოფლიოში. თუმცა, ვიქტორია სექრეთის ყოფილ ანგელოზს გამოყვანილი წელი სულაც არ აქვს, რაც თეთრეულის მოდელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ჩანს, გამონაკლისებიც არსებობს და სათანადო ტანსაცმლის ჩაცმის შემთხვევაში ჟიზელს ეს პატარა "ნაკლი" სულაც არ ეტყობა.


image






5. ქლოი გრეის მორეცი

ადამიანები, რომლებსაც ქლოი გრეის მორეცი არ მოსწონთ, მის ტანს სპანჯ-ბობს ადარებენ. ეს მხრების ფორმისა და მსახიობის მოკლე ნიკაპის გამოა. აღსანიშნავია, რომ ქლოი ხშირად ასე არასწორი ტანსაცმლის ჩაცმის გამო გამოიყურება; მას ნამდვილად სჭირდება კარგი სტილისტი.

image





4. კიმ კარდაშიანი

კიმი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალია, ვინც მოახერხა, სხეულის ნაკლი უდიდეს უპირატესობად გადაექცია. მძიმე ბარძაყები და დიდი უკანალი მისი დამახასიათებელი ნიშანია და დღესდღეობით ასეთი შესახედაობა სასურველიც კი გახდა.

image





3. უმა თურმანი

უმა თურმანი მხოლოდ ნიჭიერი მსახიობი კი არა, საკმაოდ მაღალი ქალია (180.4სმ) დიდი ტერფებით. უმას ეს სულაც არ ანაღვლებს და უპირატესობას დაბალქუსლიან ფეხსაცმელს ანიჭებს. აღსანიშნავია, რომ მის ტერფებს მსოფლიოს საუკეთესო რეჟისორებიც აღმერთებენ.

image





2. ლეიტონ მისტერი

ლეიტონ მისტერი Gossip Girl-ის ვარსკვლავია. თუმცა, მისი კოლეგა ბლეიქ ლაივლისგან განსხვავებით, ლეიტონის ფეხები იდეალურისგან ძალიან შორსაა. ამას მსახიობი სულაც არ აქცევს ყურადღებას და ისეთ კაბებს იცმევს, როგორიც მოსწონს. ამ ჟესტით ის საზოგადოებას აჩვენებს, რომ იღებს და აფასებს საკუთარ სხეულს.

image






1. რებელ უილსონი

მსახიობი, სცენარისტი და პროდიუსერი რებელ უილსონი ყოველდღე ამტკიცებს, რას ნიშნავს განსხვავებულად ყოფნა. ის საზოგადოებას აჩვენებს, რომ თუ ნიჭიერი ხარ, მნიშვნელობა არ აქვს, როგორ გამოიყურები. Forbes-მა ის ჰოლივუდში ყველაზე პერსპექტიულ მსახიობ ქალად დაასახელა. ასე რომ, ვის ანაღვლებს, რა ზომა ტანსაცმელს ატარებს რებელი?


image






ასევე დაგაინტერესებთ:


1. ამ ვარსკვლავებმა მხოლოდ ერთი რამ შეცვალეს გარეგნობაში და ახლა ბევრად უკეთ გამოიყურებიან

image


2. ვარსკვლავები, რომლებმაც ფანები შეიყვარეს და ეს არ უნანიათ

image


3. ცნობილი მამაკაცები, რომლებიც საზოგადოებაში მანიკიურით გამოჩნდნენ

image


4. როგორ ემალებიან ვარსკვლავები პაპარაცებს - სახალისო ფოტოკრებული

image


5. როგორ გამოიყურებოდნენ ვარსკვლავები, როცა წითელ ხალიჩაზე პირველად გამოჩნდნენ

image

0
1151
5-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0