x
მეტი
  • 04.08.2020
  • სტატია:102192
  • ვიდეო:347114
  • სურათი:465998
კვლევა: შესაძლოა, პროსტატის კიბოს პაპილომა ვირუსი იწვევდეს
პროსტატის კიბო მამაკაცებში ავთვისებიანი სიმსივნეების ყველაზე გავრცელებული სახეობაა. მისით ყოველწლიურად მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იღუპება. ხოლო როგორც სულ ცოტა ხნის წინ ავსტრალიელმა მედიკოსებმა 26 სხვადასხვა კვლევის გაანალიზების შედეგად დაადგინეს, შესაძლოა, ამ უაღრესად საშიშ დაავადებასა და პაპილომა ვირუსებს შორის ძალიან მჭიდრო კავშირი არსებობდეს.


მკვლევარებმა უშუალო და კომპლექსური ურთიერთკავშირი გამოავლინეს ერთის მხრივ პაპილომა ვირუსებსა და მეორეს მხრივ პროსტატის კიბოს გავრცელებას შორის. მათ შეისწავლეს სხვადასხვა ქვეყანაში საშვილოსნოს ყელის კიბოს გავრცელების მაჩვენებელი და დარწმუნდნენ, რომ იქ, სადაც ბევრი ქალი ავადდება საშვილოსნოს ყელის კიბოს მეშვეობით, პროსტატის კიბოს მაჩვენებელიც ანალოგიურად მაღალია. არადა, უკვე დადგენილია, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს სწორედ პაპილომა ვირუსები იწვევენ.


განვითარებულ ინდუსტრიულ ქვეყნებში გოგონების აცრა პაპილომა ვირუსებზე უკვე სავალდებულოა. სამედიცინო დარგის ბევრი ექსპერტი მოითხოვდა აცრის შემოღებას ასევე იმ ბიჭებისთვის, რომლებიც სქესობრივი სიმწიფის ასაკში შედიან. ახლა კი მათ მტკიცებას ახალი არგუმენტები მიეცემა, რადგან პაპილომა ვირუსის ვაქცინა მკვეთრად ამცირებს საშვილოსნოს ყელის კიბოთი დაავადების შანსებს. ხოლო ეს თუ ასე მოხდება პროსტატის კიბოს რისკების შემცირების შემთხვევაშიც, მაშინ სკოლის პრეპუბერტალური ასაკის ბიჭების სავალდებულო აცრა პაპილომა ვირუსებზე ორმაგად სასარგებლო გამოდის და ქართულმა ჯანდაცვამ აუცილებლად სასწრაფოდ უნდა დანერგოს ის მთელი ქვეყნის მასშტაბით.


შეგახსენებთ, რომ პაპილომა ვირუსები სქესობრივი გზით გადაიცემა და მათი მეშვეობით თითქმის ყველა ის ადამიანი ავადდება, ვინც აქტიურ ინტიმურ ცხოვრებას მისდევს. ბევრი ადამიანის შემთხვევაში ავთვისებიანი სიმსივნე არ ჩნდება, მაგრამ საკმაოდ სერიოზულ პროცენტს (საქართველოში ეს არის ქალების 2, 4 %-ზე მეტი, რაც საგანგაშოდ მაღალი რიცხვია) საშვილოსნოს ყელის კიბო უვითარდება.



პაპილომა ვირუსი


ამავე თემაზე: რატომ უნდა ჩაიტარონ პაპილომა ვირუსის აცრა მამაკაცებმა

0
34
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0