x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
და მაინც, რომელი ქვეყნის კოსმეტიკაა საუკეთესო?

image



როგორ არჩევთ კოსმეტიკას? ბუნებრივი შემადგენლობით, ეფექტურობით, ღირებულებით თუ მწარმოებელი ქვეყნის მიხედვით? და ის თუ იცით ძირითადად რა სახის კოსმეტიკაა სხვადასხვა ქვეყნებში და რომელი შეგეფერებათ თქვენ?


1. იაპონური კოსმეტიკა

image

წყნარი ოკეანე, რომელიც თან ერთვის იაპონიას და მცენარეების ნაირსახეობა, რითაც მდიდარია ქვეყანა, ასევე დაბალანსდებული საკვები, რაც კანისთვის ასეთი მნიშვნელოვანია. მაგრამ მხოლოდ ეს არაა, იაპონურ კოსმეტიკაში მრავალი სახის ვიტამინი და მიკროელემენტებია, რაც მთავარია ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო. სწორედ ეს თვისებები ხდის იაპონურ კოსმეტიკას პოპულარულს. იაპონური კოსმეტიკის საფუძველს შეადგენს ასევე აღმოსავლური მედიცინაც.



2.ფრანგული კოსმეტიკა

image

საფრანგეთი მდიდარია ბუნებრივი წიაღისეულით, ზღვით, ის ეკონომიკურად განვითარებლი ქვეყანაა, რომელიც რესურსებს წარმატებით ანაწილებს. ფრანსული კოსმეტიკა მსოფლიოში უკონკურენტოდ ითვლება, მის შემადგენლობაში შედის როგორც ნედლი პროდუქტი, ასევე მაღალტექნოლოგიურად დამუშავებული პროდუქტები, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ. კოსმეტიკის ხარისხი კი ღირებულებასაც შეესაბამება.




3. გერმანული კოსმეტიკა

image

რა ასოცირდება გერმანულ კოსმეტიკასთან პირველ რიგში? რა თქმა უნდა ხარისხი. გერმანია ეკონომიკურად მტკიცე და განვითარებული ქვეყანაა, კოსმეტიკის დამზადების პროცესში კი გერმანელები პრაქტიკულად არ იყენებენ ქიმიურ დანამატებს, ისინი უპირატესობას ბუნებრივ ინგრედიენტებს ანიჭებენ. წარმოების ტექნოლოგია და კვლევითი ნაწილები გერმანიაში უმაღლეს დონეზეა აყვანილი, რაც თავისთავად პროდუქციის ხარისხზეც აისახება.



4. კორეული კოსმეტიკა

image

ცნობილი ფაქტია, რომ კორეელებს თავის მოვლის საკითხსი მაღალი სტანდარტები და მოთხოვნილებები აქვთ. კორეელი მეცნიერების ჩატარებული კვლევების და ცდების შედეგათ მათ მართლაც უნიკალური კოსმეტიკური პროდუქტები მიიღეს, ლოკოკინას ლორწო, ღორის კოლაგენი, მცენარეთა ღეროვანი უჯრედები, სხვადასხვა ზეთები და გველის შხამი, ეს კომპონენტები კარგად დამუშავებით გასაოცარ შედეგს აძლევს კანს. კორეული კოსმეტიკის კიდევ ერტი ძლიერი მხარე გამორჩეული, ფერადი დიზაინია, რაც ყურადღებას იპყრობს.




5. იტალიური კოსმეტიკა

image

იტალიაში მრავლადაა ლიმონის, ფორთოხლის და ზეთისხილის ხეები, ყურძნის ვაზები და სამკურნალო მცენარეები, ხარისხიანი და ბუნებრივი პროდუქტები საშუალებას აძლევთ იტალიელებს, რომ შექმნან საუკეთესო კოსმერტიკური პროდუქტები ბუნებრივი კომპონენტებისგან.



6. რუსული კოსმეტიკა

image

რუსები გერმანიის და საფრანგეთის კოსმეტიკური წარმოების ტექნოლოგიებს ბაძავენ, რაც მთავარია “ბებიის რეცეპტებს'' აუმჯობესებენ და მსოფლიო ბაზარზე გადიან.



7. ამერიკული კოსმეტიკა

image

ამერიკული კოსმეტიკის წარმოების ტექნოლოგია ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას, ხარისხიანი, ბუნებრივი და ნახევრადბუნებრივი კომპონენტებისგან მრავალფეროვანი რეცეპტურები მზადდება.



8. ისრაელის კოსმეტიკა

image

მკვდარი ზღვის სამკურნალო რესურსების გამოყენებით ისრაელი ბუნებრივ და უნიკალურ კოსმეტიკას ქმნის. მთავარი კომპონენტები, მინერალები და მარილებია და მსოფლიო ბაზარზე წარმატებით მიიწევს წინ.



0
93
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0