x
მეტი
  • 15.08.2020
  • სტატია:102556
  • ვიდეო:347336
  • სურათი:466510
5 ყველაზე გამაოგნებელი მსოფლიო რეკორდი
რეკორდი


ადამიანები, რომლებიც შეუძლებელს სჩადიან, ჩვენ აღგვაფრთოვანებენ და შთაგვაგონებენ. სწორედ ამისათვის არსებობს გინესის რეკორდების წიგნი, რომელიც 1955 წლიდან მსოფლიო რეკორდებს აღნუსხავს. ამ სტატიაში სწორედ მსგავს რეკორდებს გავეცნობით.


1. ძვლების ყველაზე ხშირი მოტეხილობა


ამ რეკორდს სათავეში ეველ კნიველი უდგას - ლეგენდარული მოტომრბოლელი, რომელმაც სიცოცხლის მანძილზე... 433 მოტეხილობა მიიღო.



2. მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი სლოკინი


1922 წელს ჩარლზ ოსბორნს დაასლოკინა. შემდეგ კიდევ დაასლოკინა და... არა და აღარ გაუარა. მთელი 68 წლის მანძილზე ასლოკინებდა და ასლოკინებდა საბრალო კაცს შეუსვენებლივ.


3. ყველაზე მეტი ჩხრიალა გველი პირში


ალბათ გსმენიათ, თუ როგორი შხამიანია ჩხრიალა გველი. ამიტომ არ გაიმეოროთ ის, რაც ცხოველთა უფლებების დამცველმა ჯეკ ჰიბიმ ქნა: მან ერთდროულად 13 ჩხრიალა გველი დაიჭირა კუდით პირში.


4. ტორნადოს მიერ ყველაზე შორს გატაცებული


ეს რეკორდი მეთ სუტერს ეკუთვნის და რა თქმა უნდა, უნებლიედ: 2006 წელს ის ტორნადომ გაიტაცა და 398 მეტრის დაშორებით ჩამოაგდო. საბედნიეროდ რეკორდსმენი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა.


რეკორდი


5. მართვის მოწმობის ასაღებ გამოცდაში ყველაზე ხშირად ჩაჭრილი


მართვის მოწმობის ასაღები გამოცდა ერთხელ ვერ ჩააბარეთ? ამაზე ნუ იდარდებთ, რადგან 69 წლის სამხრეთკორეელმა ჩა სა-სუნმა ეს ზუსტად 960-ჯერ ვერ შეძლო! იმდენჯერ ჩაიჭრა, სანამ გინესის მსოფლიო რეკორდსმენი არ გახდა.


0
260
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
260
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0