x
მეტი
  • 15.08.2020
  • სტატია:102556
  • ვიდეო:347336
  • სურათი:466510
კვლევა: კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი შესაძლოა ერთ თვეში დაკარგოთ
ადამიანებს, რომლებიც კოვიდ-19-ისგან განიკურნენ, შეუძლიათ დაკარგონ დაავადების მიმართ იმუნიტეტი რამდენიმე კვირის ან თვის მანძილზე, რასაც უახლესმა კვლევამ მოფინა ნათელი.


ამ ტიპის პირველი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა გააანალიზეს იმ 90 პაციენტის იმუნური რეაქცია, რომლებიც სხვადასხვა ფონდებსა და ჯანდაცვის სექტორში მუშაობდნენ და რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ადამიანის იმ ანტისხეულების დონემ, რომლებმაც შეძლეს, ვირუსი გაენადგურებინათ, საკუთარ პიკს სიმპტომების გამოვლენიდან 3 კვირის თავზე მიაღწიეს. ამის შემდეგ კი მათი შესუსტება დაიწყო.


სისხლის ანალიზმა აჩვენა, რომ მაშინ, როცა ადამიანების 60 %-მა გამოიმუშავა ძლიერი პასუხი ორგანიზმის ვირუსთან ბრძოლის პიკზე, მხოლოდ განკურნებულთა 17 %-ის ორგანიზმმა შეინარჩუნა მსგავსი შესაძლებლობა ინფიცირებიდან 3 თვის შემდეგაც. ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ამ ვადის გასვლის შემდეგ ანტისხეულები აღარც კი დაფიქსირებულა.


კვლევამ ცხადყო, რომ შეუძლებელია ე. წ. “ჯოგური იმუნიტეტის” გამომუშავება და განკურნებული ადამიანი მრავალგზის შეიძლება ხელახლა დაავადდეს კორონავირუსით.



ეს ცუდი სცენარია ასევე მათთვის, ვინც იმედოვნებდა, რომ ვაქცინას გრძელვადიან პერსპექტივაში სრულად შეუძლია ადამიანი კორონავირუსისგან დაიცვას. როგორც აღმოჩნდა, ვაქცინას ჩვენი ორგანიზმის დაცვა მხოლოდ რამდენიმე კვირის მანძილზე შეუძლია, რის შემდეგაც ხელახალი ინიექციის გაკეთება იქნება საჭირო.


კორონავირუსის ვაქცინის პირველმა ცდებმა, რომლებიც ოქსფორდის უნივერსიტეტში მაკაკებზე განხორციელდა, მეცნიერებს უჩვენა, რომ მაიმუნები მართალია, ვაქცინამ დაიცვა სერიოზული გართულებებისგან, მაგრამ ცხოველები მაინც ავადდებოდნენ და გარდა ამისა, ვირუსის გადამცემებადაც იქცნენ.


როგორც ლონდონის იმპერიული კოლეჯის მკვლევარები საუბრობენ, პირველი ვაქცინა 2021 წლის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა ისინი გარანტიებს არ იძლევიან მისი ეფექტურობის შესახებ.


საკვირველია, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ვინც კორონავირუსი მძიმე ფორმებში გადაიტანა, მათ ბევრად უფრო დიდხანს შეუნარჩუნდათ ანტისხეულები.


თუმცა, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ანტისხეულები ერთადერთი არ არის, რაც ადამიანის ორგანიზმში კორონავირუსს ებრძვის. მნიშვნელოვანია ასევე თი-ლიმფოციტები, რომლებიც ანალოგიურად უპირისპირდებიან კორონავირუსს. გარდა ამისა, როგორც ვაქცინას, ასევე დაავადების გადატანას შეუძლია გარკვეული მეხსიერების ჩამოყალიბება ადამიანის ორგანიზმში დნმ-ის დონეზე. დაავადებაგადატანილი ადამიანის ორგანიზმს შესაძლოა “ახსოვდეს” კორონავირუსი და ამიტომ ბევრი მკვლევარი იმედს გამოთქვამს, რომ ამის გამო ისინი, ვინც კორონავირუსი ერთხელ უკვე გადაიტანა, თუ ხელახლა დაავადდება, ბევრად უფრო მარტივად გაუმკლავდება ავადმყოფობას. თუმცა, ეს ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდია და ამიტომ სიფრთხილის ზომების მაქსიმალური დაცვა ამ ეტაპზე როგორც ჩანს ერთადერთი რეალური გამოსავალია.


ვაქცინა

0
49
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0