x
მეტი
  • 10.08.2020
  • სტატია:102420
  • ვიდეო:347174
  • სურათი:466289
სუნამოს კაფსულები, რომელიც შინაგანად მისაღები იქნება

image


პირველი პატენტი სუნამოზე გაიცა პარიზში, 1190 წელს ჰენრიხ IV მიერ. თავდაპირველად, სუნამო გამოიყენებოდა ხელთათმანების დამზადების დროს, რათა გადაეფარათ ტყავის არასასიამოვნო სუნი.

პირველი გამოჩენილი პარფიუმერი გახლდათ ფრანსუა კოტი და სწორედ კოტიმ შემოიტანა წინადადება სუნამოს განთავსებისა ლამაზ ფლაკონებში.

დღესდღეისობით, პარფიუმერიაში 6 000-მდე დასახელების ნედლეული გამოიყენება.ყველაზე ძვირფასი კომპონენტი გახლავთ ზამბახი. ბაზარზე 1 კგ. ზამბახის ფასი შეიძლება 40 000 ევროს აღწევდეს.

ყველაზე სუფთა ზეთად ითვლება ვარდის ზეთი, რომელიც ბულგარეთში იწარმოება. 1კგ. ვარდის ზეთი 5000 დოლარი ღირს. 1 კგ.ზეთის დასამზადებლად საჭიროა 5 ტონა ვარდის ფურცელი. ვარდის ფურცელი იკრიფება ხელით, წელიწადში მხოლოდ 30 დღის განმავლობაში. საუკეთესო დრო მოსაკრეფად განთიადია, რადგან მზეზე ვარდი კარგავს თავისი ძვირფასი ზეთის თვისებებს. ქიმიკოსებმა, რომლებიც დღეს უკვე მრავალი სხვადასხვა სურნელის იმიტაციას აკეთებენ, ხელოვნურად ჯერ კიდევ ვერ შეიმუშავეს ვარდის არომატი.

სუნამოს საბოლოო ღირებულების 25 %-ს შეადგენს მასში შემავალი კომპონენტების ღირებულება. ფასდანამატი ცნობილ ფრანგულ პარფიუმერიაზე შეიძლება შეადგენდეს 150-200%-ს.


image


არომატები მშრალ კანზე უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე ცხიმიანზე. ორსულობა, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ოფლის ქიმიურ შემადგენლობაზე ზემოქმედებს და შეიძლება სუნი შეუცვალონ პარფიუმს.

მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი არომატი ჯერჯერობით ისევ chanel №5 რჩება.

ყველაზე ძვირფას სუნამოდ ითვლება Clive Christians imperial Majesty. ამ სუნამოს ჩამოსხმა ხდება უნიკალურ ფლაკონებში, რომლებიც მთის ბროლისგან არის დამზადებული, გაფორმებულია ოქროს ფოლგით, ხოლო თავსახური ინკუსტრირებილია ბრილიანტებით, რომელთა საერთო წონა 5 კარატია. მისი ფასი 215 000 დოლარია.


image


დღეს მეცნიერები აქტიურად მუშაობენ კაფსულის ფორმის სუნამოს შემუშავებაზე, რომელიც შინაგანად იქნება მისაღები. ეს იდეა ეკუთვნის ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიოლოგ შერეფ მანსის და ავსტრალიელ დიზაინერ ლუსი მაკრეის. მათი მტკიცებით, ასეთი კაფსულის მიღების შემდეგ კანი გენეტიკურად განუმეორებელ სასიამოვნო არომატს გამოსცემს, ანუ ადამიანის გაოფლიანებისას, სუნამოს მოლეკულების გამოყოფა მოხდება კანის ფორების მეშვეობით.

"არომატის პოტენციალი განისაზღვრება ყოველი ინდივიდის რეაქციაზე ტემპერატურის, სტრესის, ფიზიკური დატვირთვის და ა.შ. მიმართ. სუნამოს მიღების შემდეგ კანი ხდება ერთგვარად პულველიზატორი"-ნათქვამია ლუსი მაკრეის ვებ-გვერდზე. თუმცა ჯერჯერობით მანსის და მაკრეის ამ რევოლუციურ გამოგონებაზე მუშაობა არ დაუმთავრებიათ და პირველი სუნამოს კაფსულების გამოშვების თარიღზე არაფერია ცნობილი.

0
114
3-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0