x
მეტი
  • 10.08.2020
  • სტატია:102425
  • ვიდეო:347174
  • სურათი:466316
სამი სცენარი, რომლის დროსაც ადამიანი  კორონავირუსით არ დაინფიცირდება.
image



იმუნოლოგმა ნიკოლაი კრიუჩკოვმა დაასახელა სამი სცენარი, რომლის დროსაც ადამიანი კორონავირუსით არ ინფიცირდება.




ექსპერტის აზრით, ადამიანი არ დაინფიცირდება COVID-19-ით ან მსუბუქ ფორმაში დაავადდება შემდეგ შემთხვევებში: თუ მას ბუნებრივად ძლიერი იმუნიტეტი აქვს, თუ ადამიანს აქვს ძლიერი იმუნური პასუხი, მაგალითად, ჯვარედინი იმუნიტეტის შემთხვევაში, თუ სხეული არ არის მიდრეკილი თრომბოზისკენ და არაადეკვატური იმუნური რეაქციების დროს.



ექსპერტმა განმარტა, რომ პირველ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ადამიანს არ აღენიშნება კორონავირუსის სიმპტომები, მაგრამ მასში იმუნიტეტი არ გამომუშავდება. მეორე შემთხვევაში, პაციენტის სხეულს სავარაუდოდ აქვს ანტისხეულები ან იმუნური T მეხსიერების უჯრედები. როგორც ექიმმა აღნიშნა, ძლიერი იმუნური პასუხი და ჯვარედინი იმუნიტეტი წარმოიქმნება მას შემდეგ, როცა ადამიანი დაავადდება რაიმე ვირუსით.




"ეს შესაძლებელია, როგორც წესი, იმ ადამიანებში, რომელთაც ქონდათ სეზონური კორონავირუსები, პირობითად, ჩვეულებრივი გრიპი. ამ შემთხვევაში, ძლიერი ანტისხეულები ან იმუნური T მეხსიერების უჯრედები დარჩენილი იქნება სხეულში, რომელიც გამომუშავდა ამ სეზონური გრიპის გადატანის შემდეგ." - აცხადებს ექსპერტი.



მესამე სცენარი შესაძლებელია, როდესაც ადამიანი დაინფიცირდება კორონავირუსით, მაგრამ მისი იმუნური პასუხი ჩვეულებრივ მოქმედებს:



"შეიძლება ვინმემ ვერც კი შეამჩნიოს და ყურადღება არ მიაქციოს. მაგალითად, იმას, რომ რამდენიმე დღე ახველებდა. ამ დროს კი მას შესაძლოა ინფექცია ჰქონდა და სპეციალური იმუნიტეტიც რჩება."


0
254
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
254
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0