x
მეტი
  • 15.08.2020
  • სტატია:102556
  • ვიდეო:347336
  • სურათი:466510
ვინ იბრძოლებს დედოფლისწყარო, სიღნაღი, გურჯაანის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების დეპუტატის მანდატისთვის?
image


ახლოვდება არჩევნები და თანდისთან იზრდება საარჩევნო ციებ-ცხელება. საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში გაიმართება. არჩევებისთვის ხელისუფლება და ოპოზიცია გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება.



"ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე განაწილებით ჩატარდება, სადაც 120 მანდატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული წესით გადანაწილდება.


ამ ფონზე, რა თქმა უნდა დედოფლისწყაროს მოსახლეობას ძალიან აინტერესებს, თუ ვინ იქნება ახალი მოწვევის საპარლამენტო დეპუტატობის კანდიდატი ქართული ოცნების მხრიდან.როგორც ცნობილია, საგარეჯო, გურჯაანი, სიღნაღის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებს ერთი დეპუტატი ეყოლება.




მოსახლეობაში აქტიურად მიდის ლაპარაკი, რომ საგარეჯო, გურჯაანის, სიღნაღის და დედოფლისწყაროს კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" იქნება ამჟამად გურჯაანში მოქმედი დეპუტატი, დავით სონღულაშვილი. ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერსოა გურჯაანის და დედოფლისწყაროს მოქმედი დეპუტატების აზრი.



დედოფლისწყაროს მოქმედი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" ირაკლი შიოლაშვილი განმარტავს: - "ორ თვეში დრო იწურება, მაგრამ იმაზე ლაპარაკი, თუ ვინ იქნება კანდიდატი მე არ შემიძლია, როგორც პარტია გადაწყვეტს, ისე იქნება."



გურჯაანის მოქმედი დეპუტატი პარტია "ქართული ოცნებიდან" აცხადებს: " ამაზე საუბარი ცოტა ადრე ხომ არაა? ჩემთვის ჯერ არაა ცნობილი პარტია ვის დაასახელებს კანდიდატად. ვნახოთ, რა იქნება."



გავრცელებული ინფორმაციით, გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღის და დედოფლისწყაროს გაერთიანებულ მუნიციპალიტეტებში, "პატრიოტთა ალიანსი" კანდიდატად ირმა ინაშვილს დააყენებს, ხოლო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი სავარაუდოდ, ლევან ბეჟაშვილი იქნება.







0
321
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
321
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0