x
image
არჩილ ვერულიძე
საინტერესო ფაქტები რომის იმპერატორ კალიგულას ცხოვრებიდან
დაბადების თარიღი: ქრისტე შობიდან 12 წელი. 31 აგვისტო. გარდაიცვალა ჩვენი წელთაღიცხვით 41 წლის 24 იანვარს.

image


1. როდესაც გაიუსი ჯერ კიდევ ორი თუ სამი წლის იყო, იგი თან ახლდა მამას, გერმანიკუსს ჩრდილოეთ გერმანიაში მოწყობილ ლაშქრობაში. ჯარისკაცები აღაფრთოვანა იმან, რომ გაიუსი მეომრის მინიატურულ აღჭურვილობაში იყო გამოწყობილი, ჩექმები და ჯავშანიც კი ეცვა. ცოტა ხანში სწორედ ამ ჩექმების გამო მიიღო მან თავისი ცნობილი მეტსახელი, კალიგულა, რომელიც ლათინურად „პატარა (ჯარისკაცის) ჩექმებს“ ნიშნავს.

კალიგა



2. კალიგულას მამა გერმანიკუსი იმდენად უყვარდათ რომში, რომ როდესაც გავრცელდა ხმა მისი სიკვდილის შესახებ, განრისხებულმა რომაელებმა ტაძრების რბევა დაიწყეს იმ მიზეზით, რომ ღმერთებმა ყველასთვის საყვარელი გმირის და კონსულის სიკვდილი დაუშვეს. როდესაც ხალხმა შეიტო, რომ მმართველი მათი საყვარელი გერმანიკუსის ვაჟი გახდებოდა აღრთოვანებული დარჩა, რადგან იმედოვნებდნენ, რომ კალიგულა მამას დაემსგავსებიდა მეტწილად.


3. კალიგულა იმპერიის მემკვიდრედ იმპერატორმა ტიბერიუსმა დანიშნა. ტიბერიუსი გერმანიკუსის, კალიგულას მამის ბიძა გახლდათ. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ გარდაიცვალა ტიბერიუსი - ზოგიერთი წყარო ირწმუნება, რომ კალიგულამ პირადად გაგუდა იგი. მეორე მოსაზრების მიხედვით იმპერატორი ტიბერიუსი თავისივე დაცვის მეთაურმა კვინტ მაკრონმა მოკლა. მესამე წყარო ირწმუნება, რომ იმპერატორი ბუნებრივი მიზეზით გარდაიცვალა.


4. კალიგულა მესამე იმპერატორი კლავდიუს-იულიუსების დინასტიიდან, ძალაუფლებაში 24 წლის ასაკში მოვიდა.მისი მმართველობა ოთხ წელიწადსაც კი არ გრძელდებოდა.


5. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამბავი კალიგულას შესახებ - საყვარელი ცხენის ინციტატუსის სენატორად დანიშვნაა. ამ ინციდენტს კალიგულას განუსაზღვრელი ძალაუფლებით ხსნიან. ამტკიცებენ, რომ იმპერატორი ბოროტად იყენებდა თავის ძალაუფლებას. მაგრამ ისტორიკოსების ნაწილი თვლის: კალიგულამ, რომელსაც სენატორებთან კონფლიქტი ჰქონდა ასეთი საქციელით სენატორებისადმი დამოკიდებულება გამოხატა.


6. იმპერატორის პიროვნების აღქმაზე გავლენა მოახდინა სკანდალურმა პიესამ «კალიგულა» და ამავე სახელწოდების ფილმმა, რომლის რეჟისორია ტინტო ბრასი, მალკოლმ მაკდოუელთან ერთად მთავარ როლში. ამ ფილმში იმპერატორის სექსუალი თავგადასავლები წინა პლანზეა ნაჩვენები. მაგრამ კალიგულას ქცევის შეფასებები საკმაოდ განსხვავებულია. ჩვენს დროში თითქმის შეუძლებელია ზუსტად დავადგინოდ ის, თუ რა არის სიმართლე გავრცელებული ხმებიდან კალიგულას შესახებ. ჩვეულებრივ იმპერატორს ადანაშაულებენ სექსუალურ კავშირში თავის სამ დასთან. ცნობილია, რომ ერთ-ერთი მათგანი იულია დრუზილა განსაკუთრებით უყვარდა კალიგულას, იმპერატორი აღმერთებდა თავის დას. გამოსახავდა მას მონეტებზე და სურდა თავის მემკვიდრედ გამოეცხადებინა. როდესაც დრუზილა გარდაიცვალა, კალიგულამ ბრძანა მისი გაღმერთება, დიდი ხნის მანძილზე ვერ მოეგო გონს. ამის შედეგად თავის ერთადერთ ქალიშვილს იულია დრუზილა დაარქვა.

იულია დრუზილა.


7. მთელი რიგი გადაწყვეტილებებისა სულაც არ შეესაბამება იმ ტირანის სახეს, რომელიც ცდილობს ქვეშევრდომებისათვის სიცოცხლის გამწარებას. მან გააუქმა „კანონი სიდიადის შეურაცხყოფის შესახებ“. რომლის საშუალებითაც მისმა წინამორბედმა ტიბერიუსმა ბევრი გავლენიანი და მდიდარი კონკურენტი ჩამოიშორა გზიდან, ასევე მიითვისა მათი ქონებაც. კალიგულამ ამ კანონით გასამართლებულნი გაათავისუფლა და დაუბრუნა თავიანთი ქონება. შეეცადა აღედგინა იმ დროისთვის უკვე გაუქმებული მაგისტრატთა პირდაპირი არჩევნები, ასევე გააუქმა ცენზურის აკრძალვები მწერალთა ნაშრომებზე.


8. ბევრი ისტორიკოსი აღნიშნავს კალიგულას სისასტიკის შესახებ. გავრცელდა იმფორმაცია, რომ იმპერატორთან მუდმივად იმყოფებოდა მსახური, რომელიც აწარმოებდა ორ ჩანაწერს, ასე რომ ვთქვათ რვეულს. მათში იწერებოდა იმ ადამიანთა სახელები ვინც ექვემდებარებოდა დევნას, წამებას და სიკვდილით დასჯას. ერთ " რვეულს" ეწოდებოდა « ხანჯალი» მეორეს « ხმალი» ცნობილია, რომ კალიგულას ძალიან ეშინოდა ჭექა-ქუხილის და ელვის. ძლიერი ჭექა-ქუხლის დროს ის ძვრებოდა თავისი საწოლის ქვეშ და არ გამოდიოდა მანამ სანამ ცა არ დაწყნარდებოდა.


9. მიუხედავად ხანმოკლე მმართველობისა კალიგულა ცნიბილია, როგორც აქტიური მშენებელი. მისი მმართველობისას რომის წყლით მომარაგების გასაუჯობესებლად გაიყვანეს ორი დამატებითი აკვედუკი. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საგზაო ქსელს - კალიგულა თანამდებობიდან ათავისუფლებდა გზის ზედამხედველებს, თუ მათთვის მიდობლი მონაკვეთი ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მშენებლობის თანხების მითვისებაში შემჩნეული პირები სასტიკად ისჯებოდნენ.


10. იულიუს კეისრის მსგავსად კალიგულა მოკლული იქნა შეთქმულების მიერ ხანჯლების მეშვეობით. შეთქმულების ლიდერად მიიჩნევა პრეტორიანელთა გვარდიის მაღალჩინოსანი - კასიუს ჰერა. სავარაუდოდ იმპერატორი მას დასცინოდა და ყოველმხრივ ამცირებდა. ჩვ.წ. 41 წლის 24 იანვარს კალიგულას ჩაუსაფრდნენ აბანოებისკენ მიმავალ გზაზე. იმპერატორს ოცდაათზე მეტი ჭრილობა მიაყენეს ცივი იარაღის მეშვეობით. იმპერატორთან ერთად იქნენ მოკლული მისი ცოლი და ერთადერთი ქალიშვილი იულია დრუზულა, რომელიც ჯერ კიდევ ერთი წლისაც კი არ იყო. კალიგულას უკანასკნელ სიტყვებად ითვლება: «მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ!»

0
314
შეფასება არ არის
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
314
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0