x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჯონ ტრავოლტას მეუღლე, მკერდის კიბოთი დაიღუპა
image
ჯონ ტრავოლტას მეუღლე, ასევე მსახიობი კელი პრესტონი 58 წლის ასაკში მკერდის კიბოთი დაიღუპა.ინფორმაცია თავად ჯონ ტრავოლტამ გაავრცელა სოციალური ქსელით.


"ჩემი უმშვენიერესი მეუღლე კელი კიბოსთან ორ წლიანი ბრძოლის შემდეგ დამარცხდა, ის მედგრად ებრძოდა სენს ახლობლების მხარდაჭერით და სიყვარულით გარემოცული"

კელი პრესტონი დაიბადა ჰონოლულუში(ჰავაი)პირველად კინოში ითამაშა 1985 წელს, მიუხედავად იმისა, რომ კელი მაინც ცნობილი მეუღლის ჩრდილქვეშ იმყოფებოდა, ითამაშა ისეთ ცნობილ ფილმებში როგორიცაა "ჯერი მაკგუაიერი", "კატა შლაპით", "ტყუპები " და სხვა.


მისი უკანასკნელი ფილმი იყო "გოტი"(2018)სადაც მეუღლესთან ერთად ითამაშა.ჯონ ტრავოლტა და კელი პრესტონი 29 წლის წინ დაქორწინდნენ.



"დროებით ჩამოვშორდები საქმეს, რომ შვილებთან ერთად ვიყო, რომლებიც დედის გარეშე დარჩნენ, წინასწარ გიხდით ბოდიშს, ჩემი არ ყოფნის გამო, იცით მე ვიგრძნობ თქვენს მხარდაჭერას ეს კვირეები და თვეები, სანამ იარა არ შემიხორცდება"-აღნიშნა მსახიობმა.



0
103
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0