x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უნიკალური ტესტი თქვენი ქალური ძალის დასადგენად
image

იმისთვის, რომ თქვენი ქალური ძალა განსაზღვროთ, ამ მარტივი ტესტის გაკეთებაა საჭირო. უბრალოდ, უპასუხეთ შეკითხვებს და შემდეგ გამოთვალეთ თქვენი შედეგი:

1.რა რეაგირება გექნებათ, თუ საყვარელი მამაკაცი სამსახურიდან წამოყვანას დაგპირდათ და დაპირება ვერ შეასრულა?

imageა) ასეც ვიცოდი, რომ მისი იმედი არ უნდა მქონოდა


ბ)დიდი ამბავი, ის თუ არა, სხვა წამიყვანს

გ)საშინელებაა! როგორ შეეძლო ასე მოქცევა!


2. წარმოიდგინეთ, რომ თქვენმა პარტნიორმა კრედიტი აიღო და ამ თვეში გადახდას ვეღარ ახერხებს. როგორ მოიქცევით?

imageა)თავად გადავიხდი, ჩემთვის ამის გაკეთება რთული არაა

ბ)ერთად მოვიფიქრებთ, სად ვიშოვოთ ფული და ერთად მივხედავთ ამ პრობლემას

გ)კაცია და თვითონ მიხედოს ამ პრობლემას


3.რას იტყოდით თქვენი პარტნიორის საყვედურზე, რომ მას საკმარის დროს არ უთმობთ?

imageა)მადლობელი იყავი, რომ ამდენი საქმეების მიუხედავად, მაინც გითმობ დროს

ბ)სამწუხაროდ, მართალი ხარ. რამეს მოვიფიქრებ და ამას გამოვასწორებ

გ)რას ამბობ, ძვირფასო! ეს შენ არ მაქცევ ყურადღებას!


4.რა რეაქცია გექნებათ, როცა საყვარელი მამაკაცი მოულოდნელად შემოგთავაზებთ დასასვენებლად წასვლას, მაშინ, როცა სამსახურში უამრავი საქმე გაქვთ?

imageა)შვებულება მოიცდის. ჯერ საქმეებს მივხედავ და დასვენება მერე

ბ)აუცილებლად მოვიფიქრებ რამეს, საქმეებსაც მივხედავ და არც დასვენებას გადავდებ

გ)მაგარია! ეს სწორედ ისაა, რაც მინდა


5. თქვენი დაქალი თავის შეყვარებულზე წუწუნებს. როგორია თქვენი რეაქცია?

imageა)თვითონ ხარ დამნაშავე

ბ)მეტი დეტალი უნდა გავიგო, რომ ურთიერთობის მოგვარებაში დავეხმარო

გ)ყველა კაცი ერთნაირია


ა- პასუხზე 10 ქულა დაიწერეთ, ბ-პასუხი 5 ქულა, ხოლო გ-პასუხი 0 ქულა.

ახლა კი შევაჯამოთ ქულები და გავეცნოთ შედეგებს:

40-50 ქულა

image

ძალიან ძლიერი პიროვნება ხართ. თავად გჩვევიათ პრობლემების მოგვარება და არც პასუხისმგებლობის აღებას უშინდებით.

მამაკაცების უმრავლესობა სიფრთხილით ეკიდება ასეთ ძლიერ ქალებთან საქმის დაჭერას.მათთან ურთიერთობაში კი კონკურენცია იჩენს თავს, რაც ცუდია. ხანდახან მოდუნდით და მამაკაცს საშუალება მიეცით თვითონ გადაწყვიტოს ყველაფერი.


25-35 ქულა

image

ეს შედეგი მიანიშნებს, რომ თქვენი ნდობა შეიძლება. თქვენ ადვილად შეგიძლიათ თქვენს პრობლემებს გაუმკლავდეთ, თუმცა არც იმ დახმარებზე იტყვით უარს, რომელსაც მამაკაცები გთავაზობენ. ჭკვიანურად იყენებთ საკუთარ ქალურ სიბრძნეს, იცით როდის უნდა გამოავლინოთ ხასიათი და როდის აჩვენოთ თავი უმწეოდ.


20 ქულა

imageქალები, რომლებიც მხოლოდ 20 ქულას იღებენ, დარწმუნებულნი არიან, რომ მათი ძალა ქალურ სისუსტეშია და არც ცდებიან.


თუ თქვენი შედეგი 20 ქულაზე ნაკლებია, ეს ნიშნავს, რომ თვითონაც შესანიშნავად იცით როგორ უნდა მოიგოთ საყვარელი მამაკაცის გული და ამისთვის განსაკუთრებული ძალისხმევა არ გჭირდებათ.


0
92
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0