x
მეტი
  • 15.08.2020
  • სტატია:102556
  • ვიდეო:347336
  • სურათი:466510
  "მეტი რა გავაკეთო, კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს"- პედაგოგი სკანდალურ კომენტარზე განმარტებას აკეთებს
image
პედაგოგ - ლია ჩხენკელის კომენტარს, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას ეხებოდა, საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.

"ამდენი ამბავი რა საჭირო იყო ამ უწიგნური ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით”-დაწერა ლია ჩხენკელმა მთავარი არხის ლაივის დროს.

საზოგადოების ნაწილი ჩხენკელის პირად გვერდზე სალანძღავ კომენტარებს არ იშურებს და ამბობს, რომ მსგავსი პედაგოგები ბავშვებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

ცოტა ხნის წინ კი პედაგოგმა ჯერ პროფილის ფოტოები წაშლა, თუმცა რადგან აგრესია კვლავ გრძელდებოდა კომენტარი გააკეთა და დაწერა, რომ მას მექანიკურად შეეშალა, შეგნებულად არ უქნია და გარდაცვლილის ოჯახს და საზოგადოებას ბოდიშს უხდის.


„ოჯახს და მთელ საზოგადოებას ვუხდი ძალიან დიდ ბოდიშს ამ უმძიმესი მექანიკური შეცდომის გამო. ჩემი პოზიცია თვალნათლივ ჩანს ყველა ჩემს სხვა კომენტარში, ასე რომ ასე რომ მე დავდე პოსტი. გამგები გაიგებს. მეტი რა გავაკეთო, კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს", – წერს ლია ჩხენკელი.


თუმცა მის განმარტებას შედეგი არ მოუტანია და ამავე პოსტის კომენტარებში საზოგადოების ზიზღი და აგრესია არ წყდება. ისინი აღნიშნულის მასწავლებლის სტატუსის ჩამორთმევას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ „მთავარი არხის” კომენტარებში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ჩხენკელი წერდა: „ამდენი ამბავი რა საჭირო იყო ამ უწიგნური ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით”.


1
1074
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1074
  
13 ივლისი, 21:47
რა უნდა გააკეთო სამკურნალო ხარ, მექანიკური შეცდომა არა კვახი.
ასე, რომ ყოფილიყო გაასწორებდი, ავადმყოფ გონებაში რასაც ფიქრობდი ის დაწერე-ფურთხის ღირსი ხარ და იმედია პირველივე შემხვედრი ქართველი ქალი თუ კაცი ამას გააკეთეს, მე ასე მოვიქცეოდი.
0 1 1