x
მეტი
  • 24.09.2020
  • სტატია:103502
  • ვიდეო:347770
  • სურათი:467816
ქართული კეპის - "აეროდრომის" ისტორია

image
დავიწყოთ შორიდან... 1847 წ. მეფისნაცვალ, თავად მიხეილ ვორონცოვის ბრძანებით, ტიფლისში, ერევნის მოედანზე, ოპერის თეატრს ჩაეყარა საფუძველი. მშენებლობა 4 წელი გაგრძელდა და დასრულდა 1851 წელს. თეატრი გრანდიოზული პოპულარობით სარგებლობდა თბილისის მოსახლეობაში. თავადმა ვორონცოვმა იტალიიდან მოიწვია მომღერლები. იტალიური ოპერის არიები მთელს ქალაქში ისმოდა. ყველა მღეროდა-არისტოკრატები, ვაჭრები, უბრალო მოქალაქეები. ხდებოდა იტალიური სიმღერების ქართულად გადამღერება და ამან საფუძველი ჩაუყარა ქალაქური რომანის ჟანრის ჩასახვას.

მაგრამ, 1874 წლის 11 ოქტომბერს, გაურკვეველ ვითარებაში თეატრი დაიწვა. განადგურდა პრაქტიკულად ყველა დეკორაცია, კოსტიუმი, რეკვიზიტი და ნოტების უმდიდრესი ბიბლიოთეკა. იტალიური დასის ნაწილმა დატოვა თბილისი, ქალაქში დარჩენილი მომღერლები და მუსიკოსები კი დასაქმდნენ სხვადასხვა სამუშაოზე, რომელიც მათ ძირითად პროფესისთან არავითარ კავშირში არ იყო.

სიცილიელმა ტენორმა-სალვატორე კოკოცამ (განთქმული მომღერლის, მარიო ლანცას მოგვარემ. მარიო ლანცას ნამდვილი გვარია ალფრედო არნოლდო კოკოცა) გაიხსენა მამის პროფესია (მამამისი კეპებს კერავდა, შვილი კი ძალიან ეხმარებოდა) და მიხაილოვის პროსპექტზე გახსნა ტრადიციული სიცილიური კეპების - "კოპოლას" სახელოსნო. ადგილი მას შემთხვევით არ აურჩევია: მიხაილოვის პროსპექტი დასახლებული იყო ძირითადად გერმანელებით, და ჩვენს სინიორ კოკუცას იმედი ჰქონდა, რომ მისი პროდუქციის მყიდველები სწორედ ისინი იქნებოდნენ. თუმცა აღმოჩნდა, რომ იტალიური კოპოლა დიდი პოპულარობით ქართულ მოსახლეობაში სარგებლობდა. მეწარმე ტენორმა მეორე სახელოსნოც გახსნა, ახლა უკვე ქუთაისში, ქალაქში, სადაც ტიფლისისგან განსხვავებით მხოლოდ ქართული მოსახლეობა იყო და არ შემცდარა. იმერლებმა დიდი ენთუზიაზმით აიტაცეს სიახლე, და სენიორ კოკუცას კეპები ძალიან მალე გავრცელდა მთელს დასავლეთ საქართველოში.

ასე დამკვიდრდა ვორონცოვის, თამამშევის, გრანდიოზული ხანძრის (რომელმაც შეიწირა ქალაქის მოსახლეობის საყვარელი ოპერა) და რა თქმა უნდა იტალიელი ტენორის, სალვატორე კოკუცას წყალობით იტალიური კეპი საქართველოში.

ქუთაისში, ამ ქუდებს დღემდე "კოკუცას ქუდი" ეწოდება, თუმცა ცოტამ თუ იცის რას ნიშნავს ეს კოკუცა.

p.s კოპოლა (სიც. Coppola)-ტრადიციული სიცილიური მამაკაცის კეპი, ჩვეულებრივ ტვიდის მატერიისგან იკერება. მოდა კოპოლაზე სიცილიაში შემოვიდა მე-10 საუკუნის დასაწყისში, ინგლისიდან, სადაც დაახლოებით ასეთ ქუდებს ატარებდნენ დიდგვაროვნები მე-17 საუკუნეში. თავდაპირველად, მას მხოლოდ სიცილიელი მძღოლები ხმარობდნენ, შემდეგ ეს მოდა მუშათა კლასმა აიტაცა. დროთა განმავლობაში იგი მთელს იტალიაში გავრცელდა და დღესაც ძალიან პოპულარულია. სწორედ ასეთი კეპებით არიან შემოსილი სიცილიელი გლეხები ფილმში "ნათლიმამა".

image




0
424
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
424
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0