x
მეტი
  • 15.08.2020
  • სტატია:102556
  • ვიდეო:347336
  • სურათი:466510
მასაჟის 10 ყველაზე უჩვეულო ნაირსახეობა. ზოგიერთი მათგანი ნამდვილად გაგაკვირვებთ

მასაჟი ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლოა, ის შეიძლება იყოს წერტილოვანი, მიმართული მხოლოდ სხეულის გარკვეულ მონაკვეთზე და კომპლექსური, რომელიც მთლიან სხეულს მოიცავს. ის აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, ამაგრებს სახის კუნთებს, კანს ხსნის უფრო ელასტიურს. მასაჟი განსაკუთრებით გავრცელებულია სამხრეთ -აღმოსავლეთ აზიაში, სადაც სილამაზის შესანარჩუნებლად მასაჟის მრავალი და უცნაური სახეობები არსებობს.

1. მასაჟი გველებით

image

მასაჟის ძირითად ინსტრუმენტად პითონები გამოიყენებიან, რელაქსაციის ეს სახეობა ფილიპინების ერთ-ერთ ზოოპარკშია ცნობილი.

საერთო წონით 250 კილოიანი პითონები ხარისხიანად “მოემსახურებიან'' მამაც ტურისტს. პროცედურამდე გველებს 40 მდე ქათამს აჭმევენ, რაც მათ 10-15 წუთი ეხმარება შიმშილის გრძნობის დაქვეითებაში. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ სხეულზე პითონების სრიალს სამკურნალო და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს.

2. მასაჟი კაკტუსებით

image

კაკტუსს ალბათ ყველა ტკივილთან აკავშირებს, მაგრამ მექსიკაში ქალაქ პუნტას სასტუმროში განთქმული კაკტუსებით მასაჟსაც აკეთებენ 250 დოლარად, მართალია ეკლების გარეშე. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ კაკტუსის საშუალები?თ კანი უფრო ელასტიური და ტენიანი ხდება, მასთან ერთად იყენებენ კაკტუსისა და ტეკილას ნარევსაც.

3. მასაჟი ღიტინით

image

ესპანეთის დედაქალაქის ერთ-ერთ სალონში სტრესს ღიტინის საშუალებით იცხრობენ. ამისთვის ხმარობენ სპეციალურ ბუმბულს, რომელსაც კლიენტის ზურგზე ატარებენ.

4. მასაჟი ხორცის საჭრელი დანებით

image

ჩინეთში ჯერ კიდევ 2000 წლის წინ იყო პოპულარული მასაჟი ცივი იარაღით. დღეს მას ტაივანშიც ატარებენ. სპეციალისტების თქმით, მსგავსი ტიპის მასაჟი კლიენტს ათავისუფლებს დაგროვებული ნეგატიური ენერგიისგან და ორგანიზმიდან მავნე ტოქსინები გამოჰყავს.

5. მასაჟი სპილოთი

image

ეს ხუმრობა სულაც არაა, ტაილანდში არსებობს მასაჟის ასეთი სახეობა. 3000 კილოგრამიანი სპილო ცალი კიდურით “უბაკუნებს'' კლიენტს ზურგზე.

6. მასაჟი ნავში

image

ალბათ, ყველაზე სასიამოვნო პროცედურაა ჩამოთვლილთაგან. მასაჟი ნავზე, ვენეციაში.

7. მასაჟი ლოკოკინებით

image

ცნობილია, რომ ლოკოკინას ლოწრო დაზიანებულ კანს აღადგენს. მასაჟისთვის სულ 3 ლოკოკინას იყენებენ, რომელსაც კლიენტს სახეზე ადებენ და 10 წუთის განმავლობაში თავიანთ ნებაზე უშვებენ.

8. მასაჟი სილის გაწნით

image

უცნაურია, მაგრამ მსოფლიოში სულ 10 მდე აკრედიტირებული სპეციალისტია ამ ტაივანური მასაჟის ნაირსახეობის განხრით. პროცედურა შველის ნაოჭებს და სახეს აახალგაზრდავებს.

9. მასაჟი კვერცხით ბავშვებისთვის

image

ძველი ჩინური ტრადიციის თანახმად ეს მასაჟი ბავშვისთვის საჭიროა. ჩინური მთვარის თვის მეორე დღეს ბავშვებს პარსავენ და კვერცხს თავის გარშემო ატარებენ. ხალხი თვლის, რომ ამ სახით ბავშვი წარმატებას იზიდავს.

10. მასაჟი ცეცხლით

image

კიდევ ერთი პოპულარული ჩინური პრაქტიკა. ჩინელებს სჯერათ, რომ ცეცხლი ვირუსებისთვის და სხვა დაავადებებისთვის სამკურნალოა. ამ სახის მასაჟს ძირითადად ზამთარში იკეთებენ ხოლმე. კლიენტს ადებენ ზურგზე სქელ ნაჭერს, ასხამენ აალებად სითხეს და უკიდებენ ცეცხლს, შემდეგ კი ნაჭრის მეორე ფენას ადებენ.

0
164
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0