x
მეტი
  • 10.08.2020
  • სტატია:102425
  • ვიდეო:347174
  • სურათი:466314
"ეს არის ბოლო კვირა და შემდეგ იწყება კოსმიური შტორმის პერიოდი"- რას ურჩევს ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს
image


"მე მოგიწოდებთ ყველას, რომ ეს კვირა მაქსიმალურად გამოიყენოთ, იმიტომ რომ საკმაოდ სტაბილური და კარგი კვირაა, რაზეც ვერ ვიტყვით შემდეგ კვირაზე, შესაბამისად პერიოდი, რომელიც დაიწყებს 20 ივლისიდან ამოქმედებას იქნება უფრო მეტად რთული, 26 ივლისიდან კი კიდევ უფრო მეტი სირთულე გველის, რადგან იცით რომ აგვისტო იქნება ძალიან რთული, დაძაბული თვე და კარგი იქნება რომ დავისვენოთ და გავუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას. აქედან გამომდინარე ეს კვირა ერთერთი საუკეთესოა ამ თვის განმავლობაში, ამიტომ შეეცადეთ რომ ეს კვირა აქტიურად განვლოთ და ეს პოზიტიური შესაძლებლობები გამოიყენოთ. კარგია დასვენებისთვის, შემოქმედებითი საქმიანობისთვის, რომანტიული კავშირების გასამყარებლად, ბიზნესსაქმიანობისთვის, იდეების კონკრეტული რეალიზაციისთვის და სხვა. ყველა დონეზე ეს კვირა კარგი პერსპექტივების მატარებელია და ეს პოზიტიური შანსები მაქსიმალურად გამოიყენეთ", - აღნიშნულის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ბოლო კვირა და შემდეგ იწყება კოსმიური შტორმის პერიოდი, რაც იმას ნიშნავს რომ 26 ივლისიდან სექტემბრის ბოლომდე იქნება რთული პერიოდი. დედამიწა უარყოფით ენერგოველშია და იძაბება ურთიერთობები, ეს კი შექმნის სხვადასხვა სახის სირთულეებს, როგორც საქმიან, ისე პირად ურთიერთობებში.



ნახეთ, რა გელოდებათ ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს მიმდინარე კვირაში.


ვერძი - საქმიანი კუთხით გარკვეული წარმატებების შანსი გაქვთ, მაგრამ ენერგოტონუსი მაინც დაბალია. შეამცირეთ აქტიური მოქმედებები და მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას. თქვენ შეიძლება სიტუაციის განვითარებაზე აღმოჩნდეთ დამოკიდებული, ადრე დაშვებულმა შეცდომებმა, ან ოჯახურმა პრობლემებმა შესაძლოა თქვენი ყურადღება ძირითადი საკითხებიდან გადაიტანოს. ამიტომ ამ კვირაში მზად იყავით გარკვეული სახის წინაღობებისათვის. შესაძლოა გარკვეულმა ჭორებმა და ინტრიგებმაც იჩინონ თავი.

კურო - აქტიურია, ენერგიულია, კარგი პერიოდი აქვს შეხვედრებისთვის, მატულობს ქარიზმა, ხდებით ოპტიმისტი, მაგრამ 15 ივლისის შემდეგ თქვენი აქტიურობა უნდა შეამციროთ. რადგან შეიძლება პრობლემებმა იჩინოს თავი. შეიძლება მოგიხდეთ გეგმების და მიზნების გარკვეულწილად შეცვლა. მეტი დრო დაუთმეთ სახლს, ოჯახს, პერსპექტივა არის პროფესიონალი წინსვლის და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების.


ტყუპები - ენერგოტონუსი დაბალია, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, თუმცა არაა ცუდი პერიოდი და შესაძლოა საინტერესო პროექტებიც იპოვოთ. განსაკუთრებით ვლინდება ლტოლვა სიამოვნების მიღებისადმი, ფულის ხარჯვისადმი, რამაც შეიძლება თქვენი ყურადღება მნიშვნელოვანი საქმიდან გადართოს. პერიოდი არაა ცუდი მგზავრობის და მოგზაურობისთვის. ახალი ნაცნობობის და ფლირტის წინაშე შესაძლოა აღმოჩნდეთ, რაც ხალისს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში. მაგრამ მაინც გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.


კირჩხიბი - თქვენი დრო გრძელდება, ენერგოტონუსი მაღალია, უმეტესობა აქტიურია, ინიციატივიანია. საინტერესო იდეების რეალიზაციას შეძლებთ. საუკეთესო პერიოდია, შესაძლოა ახალი შემოსავლის წყაროები იპოვოთ, ყველა დონეზე სასიკეთო პერიოდი გაქვთ. 20 ივლისიდან რთული პერიოდია, მაგრამ იქამდე ყოველმხრივ სასიკეთო და წარმატებულია.


ლომი - მეტის სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ, ენერგოტონუსი ვარდება. შესაძლოა ტრავმებმა და გადაღლამ იჩინოს თავი და ნუ იმუშავებთ გადატვირთული გრაფიკით. მეტად დაისვენეთ. ეს ის პერიოდია რომლის მსვლელობისას ილუზიების ალბათობა თვითმოტყუების მაღალია, რაც უსიამოვნების მიზეზი გახდება სამსახურში, სახლში. მთლიანობაში კონფლიქტების ალბათობა მაღალია, ამიტომ რადგან ჭორების და ინტრიგების ალბათობა მოიმატებს იყავით ფრთხილად და აკონტროლეთ ის რაც ხდება ზურგსუკან, რადგან ეს არ გახდეს შემდეგ შოკისმომგვრელი და პრობლემების მომტანი.


ქალწული - მთლიანობაში პერიოდი კარგია, ენერგოტონუსი მაღალია. კარგი პერიოდია ბიზნესის კუთხით, პირადი ურთიერთობებისთვის. დასახეთ ახალი მიზნები და მისკენ მიმავალი გზები, პერიოდულად შესაძლოა ახალი შთაბეჭდილებები მიიღოთ. სასიკეთო ცვლილებების დროა. ეცადეთ ეს პერიოდი აქტიურად და ენერგიულად განვლოთ.

​სასწორი - ენერგოტონუსი შემცირებულია, ნუ გადაიტვირთებით, აკონტროლეთ ჯანმრთელობა და მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს. ეს პერიოდი ხელს უწყობს შემოქმედებითი კუთხით წინსვლას და განვითარებას, ამიტომ აქტიური და ორგანიზატორული მონაცემები გამოავლინეთ, მატერიალური კუთხის გაუმჯობესების შანსები დიდია. ამ კვირაში მოასწარით მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები და ხელშეკრულებები. თუმცა არ დაგავიწყდეთ რომ ენერგოტონუსი დაბალია და ძალიან ნუ გადაიტვირთებით.


მორიელი - ენერგიულია, აქტიურია, ინიციატივიანი. ენერგოტონუსი მზარდია. ავტორიტეტის გაზრდა ხელს შეუწყობს თქვენი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, კარგია მოგზაურობისთის, უცხოელებთან კონტაქტისთვის. ეცადეთ კვირა აქტიურად განვლოთ, რადგან ეს შესაძლოა ბედ-იღბლის შეცვლის პერიოდი აღმოჩნდეს. ინტუიცია დაგეხმარებათ წარმატების მიღწევას და წინსვლაში.


მშვილდოსანი - მეტი ყურადღება გჭირდებათ, რადგან ქაოსური პერიოდი გაქვთ. კამათისადმი მიდრეკილება შესაძლოა გაგიჩნდეთ, აგრესიულობა მოიმატებს, რაც შეიძლება კონფლიქტის მიზეზი გახდეს, ამიტომ მაქსიმალურად თავდაჭერილად იმოქმედეთ. ამ კვირის მეორე ნახევარში შეიძლება კრიტიკის წინაშეც აღმოჩნდეთ, რაც კონფლიქტის მიზეზი გახდება, ამიტომ მეტი სიფრთხილე და თავდაჭერა გმართებთ. ვაკონტროლოთ ჯანმრთელობა. თუმცა საქმიანი კუთხით გარკვეული პოზიტიური შესაძლებლობა გექნებათ.


თხის რქა - პოზიტიური, დინამიური პერიოდია. ენერგოტონუსი მაღალია. მიზანსწრაფული ხდებით, თვითრწმენა მატულობს, კარგი პერიოდია რომანტიული ურთიერთობებისთვის, ასევე ახალი და ძველი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. შესაძლოა საინტერესო შეხვედრების და მოლაპარაკებების წინაშე აღმოჩნდეთ. ეს ის პერიოდია, როცა უნდა მოასწროთ როგორც პირად, ასევე საქმიანობის კუთხით კარგი კონტაქტების დამყარება. ბიზნესი, მატერიალური გაუმჯობესება, პირადი - ყველა სფეროში კარგი პერსპექტივები გაქვთ ამ კვირაში. იაქტიურეთ და ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენეთ.


მერწყული - გადასარევი პერიოდი არ გაქვთ, ძირითადი იმედი უნდა გქონდეთ საკუთარი თავის და შესაძლებლობების. ის რაც ადრე ადვილად მიღწევადი გეჩვენებოდა, ახლა უფრო მეტ დროს და ენერგიას მოითხოვს. დამამუხრუჭებელი კოსმიური ფაქტორები აქ უფრო მეტია, ვიდრე სხვა დროს. თუ იქნებით უფრო მეტად მომთმენი, წინდახედული კვირის მეორე ნახევარში შესაძლებლობები გექნებათ მეტი. მთლიანობაში ენერგოტონუსი დაბალია და ნუ გადაიტვირთებით, აკონტროლეთ ემოცია და ეცადეთ ყოველდღიური საქმიანობით შემოიფარგლოთ.


თევზები - საკმაოდ კარგი პერიოდია. ენერგოტონუსი მაღალია. ინტუიცია მზარდია, აქტიური, ენერგიული, კომუნიკაბელური ხდებით და ოპტიმიზმიც მატულობს. კარგი პერიოდია ოჯახის წევრებთან და სასიყვარულო ურთიერთიერთობებისთვის. ახალი ურთიერთობებიც გექნებათ საკმაოდ კარგი და ხანგრძლივი. შემოქმედებითი ნიჭი და ინტუიცია ხელს შეუწყობს თქვენს წინსვლას და განვითარებას. ფორტუნა თქვენს მხარესაა და პოზიტიური შესაძლებლობები გექნებათ, შესაბამისად, მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს კვირა წინსვლისთვის და ურთიერთობის დალაგებისთვის.





0
1364
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1364
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0