x
მეტი
  • 15.08.2020
  • სტატია:102556
  • ვიდეო:347336
  • სურათი:466510
მაინც რა გვაქვს ქათველებს საამაყო?

image

1. ადამიანის ნაშთები, რომელიც დაახლოებით 1.8 მილიონი წლისაა, აღმოაჩინეს 1991 წელს საქართველოში, დმანისში. ეს ევროპაში აღმოჩენილი ადამიანის უძველესი ნაშთებია. ქართველებმა სათავე დაუდეს თეთრ კანიან რასას.

2. საქართველო არის ვაზისა და ღვინის სამშობლო. რასაც ადასტურებს როგორც ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული მასალები, ასევე ლიტერატურული ძეგლებიც. ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დრო აღმოჩენილ იქნა ყურძნის წიპწები, რომელიც ძვ.წ. 7-6-ე ათასწლეულებს განეკუთვნება. გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ენეოლითის დროინდელი მარანი. საქართველოში 500-ზე მეტი ყურძნის ჯიშია.

3. საქართველო ასევე ხორბლის სამშობლოა. მსოფლიოში 27 სახეობის ხორბალი არსებობს. აქედან 23 არის კულტურული სახეობა. ამ 23-დან კი 14 არის ქართული ხორბლის ჯიში. ქართული ხორბლის ჯიშებს გააჩნიათ უნიკალური თვისებები: ყინვის მიმართ გამძლეობა, გვალვის მიმართ გამძლეობა და სტაბილურმოსავლიანობა.

4. ქართველმა არქეოლოგებმა, ბორჯომის რაიონის სოფელ საკირესთან, კოდიანის მთის ძირში, ყორღანი აღმოაჩინეს, რომელიც მესამე ათასწლეულის შუა ხანებით თარიღდება. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, თაფლის ორი ჭურჭელი იქნა აღმოჩენილი, რომელიც ტუტანჰამონის სამარხში არსებულ ცნობილ თაფლზე, თითქმის 14 საუკუნით უფრო ძველია. ყორღანი დაალოვბით 5500 წლის არის.

5. აქამდე ყველაზე ძველი ძაფი, ოღონდ ჭინჭრისაგან დამზადებული, ნაპოვნი იყო ჩეხეთში და მისი ასაკი 29 ათასი წლის სიძველით თარიღდებოდა. მაგრმ საქართველოში 32 000 წლის წინანდელი ფენიდან აღებულ მასალაში აშკარად ადამიანის ხელით დართული სელის ნაწილაკები ჩანს.

6. მსოფლიოში 7000-ზე მეტი ენა არსებობს, დამწერლობა კი სულ 14-ია.
14 დამწერლობას შორის ერთი ქართულია (მეხუთე სიძველის მიხედვით, ახალი კვლევებით მესამე).

7. მსოფლიოში 5000-მდე ერია და მხოლოდ 200-მდე სახელმწიფო.

1
353
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
353
  
საკუთარ კალათში ბურთის ჩატენვა დაგავიწყდათ,ეს არის ის,რითაც ქართველი ამაყობს და ამას ტრადიციას ეძახის. ამ ერსს საამაყო არაფერი აქვს. ქართველი არის უპრინციპო,მონური სულის და წაკუზულის მენტალიტეტის ადამიანთა ჯგუფი. ზემოთ,ჩამოთვლილი ფაქტები საამაყო არ არის ამ მოცემულობით. ამ ქვეყანაში წილხვედრობით და ერთმორწმუნესთან "ჯიგრული" სიტუაციის ამაყობენ.
0 1 1