x
მეტი
  • 10.08.2020
  • სტატია:102425
  • ვიდეო:347174
  • სურათი:466316
აშშ-ში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა საგანგაშო გახდა: 66 600 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში
პირველად პანდემიის არსებობის მანძილზე შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა დღე-ღამის მანძილზე 66 600-ს გადააჭარბა. ამას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემები მოწმობს.


ეს რიცხვი ბევრად მეტია ხუთშაბათს გამოვლენილ მონაცემებთან შედარებით, როცა კოვიდ-19-ის 63 247 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელი იყო.


ეს შედეგი მოჰყვა კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომების შემსუბუქებას, რაც ივნისის შუა რიცხვებში დაიწყო.


ჯამში შეერთებულ შტატებში უკვე 3, 35 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი. გარდაიცვალა 137 ათასზე მეტი პირი.



კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელი მართალია, ბოლო დღეების მანძილზე ბევრად ნაკლებია, ვიდრე კრიზისის გამწვავების პიკში, როცა ეპიდემიამ გავრცელება დაიწყო, მაგრამ უკანასკნელ ხანებში საგანგაშოდ გაიზარდა სიკვდილიანობა და პარასკევს ამ მაჩვენებელმა 802 გარდაცვლილი შეადგინა.


მაგრამ მიუხედავად ეპიდემიის სწრაფად მზარდი ტემპებისა, შტატ ფლორიდაში დისნეილენდი კვლავ გაიხსნა.


ფლორიდის დისნეილენდს ყოველწლიურად 60 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს და ის მარტის ბოლო რიცხვებიდან დაკეტილი იყო.


ამერიკა

0
80
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0