x
მეტი
  • 24.09.2020
  • სტატია:103502
  • ვიდეო:347770
  • სურათი:467816
მსოფლიოში შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება,ვიდრე კორონავირუსით
image

ორგანიზაცია Oxfam International-მა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა დასკვნა, რის მიხედვითაც COVID-19-ით გამოწვეული კრიზისი უფრო ღრმავდება, რამაც შეიძლება მსოფლიოში შექმნას შიმშილით გამოწვეული ახალი ცხელი წერტილები, ორგანიზაციის დასკვნით, წლის ბოლოსთვის დღეში შეიძლება 12 000 ადამიანი მოკვდეს შიმშილით, უფრო მეტი ვიდრე COVID-19-ით(მაგალითად, კორონავიურუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 17 აპრილს, იმ დღეს 8890 ადამიანი გარდაიცვალა)


პანდემია არის ბოლო წვეთი მილიონობით ადამიანისთვის, რომლებიც უკვე ებრძვიან -კლიმატის ცვლილებას, უთანასწორობას და სასურსათო კრიზისით გამოწვეულ კონფლიქტის შედეგებს, რომელმაც გააღატაკა მილიონობით სურსათის
მწარმოებლები და მუშები. იმავდროულად, იქ სადღაც, ზემოდან დარჩენილი პირები აგრძელებენ მოგების მიღებას: საკვების პროდუქტებისა და სასმელების 8 უმსხვილესმა კომპანიებმა იანვრის თვიდან მოყოლებული აქციონერებს 18 მილიარდი დოლარი გადაუხადეს, რადგან პანდემია 10-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდებოდა მთელს მსოფლიოში ვიდრე ითხოვდა
გაერო.


Oxfam-ი პანდემიით გამოწვეულ ყველაზე მძიმე შედეგებს იემენში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ავღანეთში, ვენესუელაში, დასავლეთ აფრიკაში, ეთიოპიაში, სუდანში, სამხრეთ სუდანში, სირიასა და ჰაიტიში ელოდებიან.



შიმშილით სიკვდილის რისკის ქვეშაა ბრაზილია, ინდოეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაც.


0
94
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0