x
მეტი
  • 10.08.2020
  • სტატია:102426
  • ვიდეო:347174
  • სურათი:466318
როგორ აღნიშნეს კარანტინის დასრულება ბრიტანელებმა (ფოტოკოლაჟი)
დიდი ბრიტანეთი


დიდი ბრიტანეთი შაბათს ხელახლა გაიხსნა და "ნისლიანი ალბიონის" მაცხოვრებლებს საშუალება მიეცათ, ქუჩაში გასულიყვნენ, რათა აღენიშნათ კოვიდ-19-ის ტყვეობიდან “განთავისუფლება” და შეესვათ შესაბამისი სადღეგრძელოები მათთვის საყვარელ და მონატრებულ პაბებში.


დიდი ბრიტანეთი


როგორც ექსპერტები საუბრობენ, ბრიტანელებმა ამ დღეებში დალიეს 7 მილიონ ლიტრზე მეტი ღვინო, ლუდი, არაყი, სიდრი, ვისკი და სხვა ალკოჰოლური სასმელები რომელთა ფასები ამასობაში რეკორდულად არის გაზრდილი.



დიდი ბრიტანეთი


ბრიტანეთში კორონავირუსით პანდემიის განმავლობაში სულ დაინფიცირდა 288 953 ადამიანი, საიდანაც 44 738 გარდაიცვალა. ბოლო 24 საათის მანძილზე გამოვლინდა კოვიდ-19-ის 820 ახალი შემთხვევა.


დიდი ბრიტანეთი


როგორც ექსპერტები საუბრობენ, მოსალოდნელია კორონავირუსის მეორე ტალღა და ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ბრიტანეთი ბევრად უფრო დიდი ხნითაც კი დაიკეტოს, ვიდრე ეს მოხდა ეპიდემიის პირველი ტალღის გავრცელების შემთხვევაში.


დიდი ბრიტანეთი


უახლესი მონაცემების თანახმად, ამჟამად სტაციონარში მკურნალობას 14 000-ზე მეტი პაციენტი გადის.


დიდი ბრიტანეთი


ბრიტანეთში ყველაზე მძიმე მდგომარეობა იყო მთელი ევროპის მასშტაბით, რადგან ბორის ჯონსონის მთავრობამ დროულად არ მიიღო აქტიური ზომები ეპიდემიის შესაჩერებლად და მხოლოდ უმკაცრესი საკარანტინე წესების შემოღებით მოხერხდა კორონავირუსის აღმავლობის შეჩერება.


დიდი ბრიტანეთი


როგორც ჯანდაცვის დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, წინ ბრიტანეთს უმძიმესი შემოდგომა და ზამთარი ელის.


დიდი ბრიტანეთი


საქმე იმაშია, რომ 4 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე კორონავირუსი ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება და 10-ჯერ უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე ზაფხულში.


დიდი ბრიტანეთი


ამიტომ ბრიტანელების აღტყინება და სიფრთხილის ყოველგვარი ღონისძიების უგულვებელყოფა შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეს ქვეყანას, რომელიც ისედაც დიდ ტექტონიკურ რყევებს განიცდის Brexit-ის შედეგად.


დიდი ბრიტანეთი


ევროკავშირიდან გასვლამ მკვეთრად შეამცირა ბრიტანული ეკონომიკა. დღეს ამას კორონავირუსის პირველი ტალღაც დაემატა, ხოლო ამ ფონზე ზამთრის და მეორე ტალღის გადატანა უმძიმესი იქნება.


დიდი ბრიტანეთი

0
271
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
271
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0