x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ვირუსუოლოგი ჩინეთიდან აშშ-ში გაიქცა, რომ მოჰყვეს ყველაფერი "სიმართლე" კორონავირუსის შესახებ
image


ჩინელმა ვირუსოლოგომა ლი-მენგ იანგმა პეკინი დაადანაშაულა კორონავირუსის დამალვაში და ჰონგ კონგიდან შეერთებულ შტატებში გაიქცა, სადაც ის მოჰყვა საკუთარ ვერსიას იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა უხანში ინფექციის გამოვლენიდან პირველ დღეებში.


სპეციალისტმა განუცხადა Fox News- ს, რომ ჩინეთმა CoViD-19- ს შესახებ მანამდე იცოდა, სანამ მან ოფიციალურად გამოაცხადებდა. იანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელები უგულებელყოფდნენ მის მიერ ჩატარებულ კვლევას და სინამდვილეში მათ, მისი აზრით, შეეძლოთ ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.


როგორც ახალაგაზრდა ქალმა განაცხადა, ჩინეთში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ შიშმა და დამალულ ინფორმაციებზე ნათელის მოფენის სურვილმა აიძულა მიეტოვებინა ოჯახი, სახლი და გადასულიყო აშშ-ში.



-მიზეზი, რის გამოც გადმოვედი შეერთებულ შტატებში არის ის, რომ CoViD -19-ზე სიმართლეს ვისაუბრებ. მე ვიცი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში კორუფცია ყვავის, როგორიცაა ჯანმო, ჩინეთის მთავრობა და ჩინეთის კომუნისტური პარტია. ამაზე ვთანხმდები, მაგრამ არ მსურს ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შევყავართ, გავრცელდეს მთელს მსოფლიოში, ”- თქვა მან.


ვირუსოლოგმა აღნიშნა, რომ იგი და მისი კოლეგები მთელს ჩინეთში მსჯელობდნენ ამ ახალ კორონავირუსზე, მაგრამ მოულოდნელად ყველა გააჩუმეს, ზოგს ურჩიეს, რომ არ დაესვათ ზედმეტი კითხვები. შემდეგ, მისი თქმით, CoViD-19- ის შემთხვევების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესით გაიზარდა და იანგმა დაიწყო პასუხების ძებნა.

image

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უამრავი პაციენტი იყო, რომლებსად სწორ დიაგნოზს ვერ უსვამდნენ, რის გამოც მათ ვერ მიიღეს დროული დახმარება, არა და ამ დროს შეშინებული ექიმები ისევ დუმდნენ. სპეციალისტი გვარწმუნებს, რომ ჯანმოს- სთან დაკავშირებული ლაბორატორიის თანათავმჯდომარემ, პროფესორმა მალიკ პეირისმა იცოდა რა ხდებოდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, გააჩუმეს.


ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ უარყო მსგავსი ბრალდებები.

როდესაც იანგმა ჩინეთთან დაპირისპირება გადაწყვიტა, მან აღმოაჩინა, რომ მის სიცოცხლეს აშკარად საფრთხე ემუქრებოდა, ისევე როგორც მის უახლოეს ნათესავებს. იგი ევედრებოდა ქმარს წაყოლოდა და აღნიშნა, რომ მისი მეუღლე, ავტორიტეტული მეცნიერი, თავდაპირველად მხარს უჭერდა მის გამოძიებას, მაგრამ შემდეგ აზრი უცებ შეიცვალა.


ლოს ანჯელესში, ლი-მენგ იანგი გააჩერეს საბაჟო ოფიცრებმა, ქალმა განაცხადა საკუთარი კვლევების შესახებ და თავშესაფარი ითხოვა. იგი რამდენიმე საათის განმავლობაში დაკითხეს FBI- ში.


სანამ იანგი ეძებდა თავშესაფარს აშშ – ში, ჩინეთში ზეწოლას ახდენდნენ მის ნათესავებზე. ბინა გაჩხრიკეს, სპეცსამსახურებმა მშობლების მეშვეობით შეძლეს მისი ადგილსამყოფელის დადგენა და მათ ქალიშვილს სახლში დაბრუნება სთხოვეს.

ჰონგ კონგის უნივერსიტეტმა საკუთარ ვებ-საიტზე გააუქმა ვირუსოლოგის გვერდი, ხოლო Fox News– სთან საუბარში უნივერსიტეტის წარმომადგენლემა განაცხადა, რომ იგი აღარ არის ამ ორგანიზაციის თანამშრომელი. თავის მხრივ, შეერთებულ შტატებში ჩინეთის საელჩომ განაცხადა, რომ ჩინეთი გმირულად ებრძოდა პანდემიას, ხოლო ეს ქალი ვინაა, საერთოდ არ იციან.


და ბოლოს, ამ ქალის მონაყოლში პრინციპში "ახალი" და "სენსაციური" არც არაფერია, თუ როგორ განვითარდა მოვლენები ჩინეთში პანდემიის დასაწყისში ახლა უკვე მსოფლიოსთვის ცნობილია.



იხილეთ მსგავ თემაზე:

2019 წლის 18 დეკემბერს უხანის ცენტრალურ საავადმყოფოში დააწვინეს უჩვეულო რესპირატორული ინფექციით დაავადებული 65 წლის მამაკაცი იგი რამდენიმე დღის განმავლობაში ავადმყოფობდა, რა დროსაც მოახერხა პოლიკლინიკაში მისვლა, სადაც ანტიბიოტიკები დაუნიშნეს. მაგრამ მედიკამენტებმა არ უშველა: მაღალი ტემპერატურის დაგდება ვერ ხერხდებოდა ...

0
225
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
225
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0