x
მეტი
  • 10.08.2020
  • სტატია:102425
  • ვიდეო:347174
  • სურათი:466316
ერთი განმაცვიფრებელი ფაქტი შენი თვალების შესახებ
ჩვენი ტვინი სხეულის ყველა ნაწილში გზავნის სიგნალებს და ხშირად გაუცნობიერებლადაც. ადამიანის სხეული კი ჯერაც ბოლომდე არასათანადოდ შესწავლილი და გამოკვლეული მექანიზმია, რომლის შესახებ მხოლოდ ცოტა რამ თუ ვიცით.


მაგალითად, იცით თუ არა, რომ ადამიანის ორი თვალიდან ერთ-ერთი დომინანტია?


ყველას გვგონია, რომ ადამიანის ორივე თვალი თანასწორია, მაგრამ თურმე სულაც არ არის ასე. თურმე სინამდვილეში ერთ-ერთი ჩვენი თვალი მეორეზე დომინირებს. იმის გასარკვევად, თუ რომელია დომინანტი თვალი თქვენს შემთხვევაში, ჩაატარეთ შემდგომი ექსპერიმენტი: საჩვენებელი თითით და ცერა თითით გააკეთეთ წრე და თვალით აღნიშნული წრის შუაგულში დააფიქსირეთ რაიმე ობიექტი. შემდეგ მიყოლებით დახუჭეთ ჯერ მარჯვენა, ხოლო შემდეგ კი მარცხენა თვალი. თუ საგანი არ “გადაადგილდა”, მაშასადამე, მას დომინანტი თვალით უყურებთ, ხოლო თუ საგანი “გადახტა”, მაშინ შესაბამისი თვალი დომინანტი არ არის.


თურმე ადამიანთა უმრავლესობის შემთხვევაში დომინანტი თვალი მარჯვენაა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ის თვალია, რომლითაც საუკეთესოდ ვხედავთ. პირიქით, შეიძლება არადომინანტი თვალით უკეთესადაც კი ვხედავდეთ. ეს უბრალოდ, პირობითი მოცემულობაა.



იმას, თუ რომელი თვალი უნდა იყოს დომინანტი და რომელი არა, მთლიანად ტვინი განსაზღვრავს და აკონტროლებს.


თვალები

0
62
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0