x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134049
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508249
დემურ გიორხელიძე:ცრუ პატრიოტიზმი, საზღვრული კრეტინიზმთან და წილნაყარი უსაქმურ სიტყვაგარყვნილებასთან!
image

მეცნიერი, პოლიტიკოსი და ეკონომიკის ექსპერტი, დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში თორნიკე შენგელიას მოსკოვურ "ცსკა"-ში გადასვლასთან დაკავშირებით საზოგადოების რეაქციას ეხმაურება და წერს:


"ცრუ პატრიოტიზმი, საზღვრული კრეტინიზმთან და წილნაყარი უსაქმურ სიტყვაგარყვნილებასთან!


როცა შრომა არადაფასებადია და პრობლემების ნაცვლად სულიერი კომფორტის მოპოვებისთვის ყველანაირი სისულელის მტკიცებისთვის ხარ მზად, - გამოდის ის, რაც ქართველებს და საქართველოს ჭირს!



(1) ის, რომ რუსეთმა საქართველოს წინაშე ცივილიზაციური მასშტაბის დანაშაული ჩაიდინა და პრობლემები არა მხოლოდ ჩვენ შეგვიქმნა, არამდე, ვერც ის ასცდა პრობლემებს - ამაზე ვერავინ იდავებს!

ტერიტორიების მიტაცება რომ ქართველთა დიდი ხელშეწყობით მოხდა - ესეც ცხადია, მაგრამ ამით ოკუპირებულ ტერიტორიებსა და სასიცოცხლო პრობლემას შვება არ ეძლევა!

ოკუპირებული - ოკუპირებულია!



(2) როცა პოლიტიკური პრობლემის გადასაჭრელად პრობლემის შემქმნელ ''პოლიტიკოსებს'' ისევ აფანატებ - კარგად ვერ ხარ და მაგრად უშუილებ!




(3) როცა საკუთარი სიგლახის შენიღბვა გინდა და მომღერალს და სპორტსმენს დასდევ "ღრმად პატრიოტული შემართებითა და პათოსით'' - უსუსური ხარ!





(4) როცა არ იცი, რომ ბალტიისპირელი კალათბურთის გუნდები და რუსული გუნდები ერთ ლიგაში თამაშობენ (ხოლო არაერთი ბალტიისპირელი თამაშობდა ამ ბოლო წლებში მოსკოვის ცსკა-ში - განათლების პრობლემა გაქვს!




(5) როცა შენი ქვეყნის წესიერ ადამიანს და ძალიან კარგ კალათბურთელს, რომელმაც წარმატებისთვის ფანტასტიკური შრომა გასწია, - თორნიკე შენგელიას, რომლის მოსკოვის ცსკა-ში მიწვევა მისი ნიჭის და ძალის აღიარებაა (ცსკა-ს როგორც საკალათბურთო გუნდს, მისი წარსულითა და აწმყოთი მხოლოდ მადრიდის ''რეალი" თუ გაუწევს ოდნავ კონკურენციას, მეტი არა!) - უზრდელად და ბრიყვული ქედმაღლობით იხსენიებ, რომ "სამშობლოს უღალატა'' - მაგარი პიტალო ვინმე ხარ, რადგან თავად უსაქმურს, ელემენტარული ძალისმევა და თავდადების უნარი არ გაგაჩნია, რომ ცოტა მაინც რაღაც წარმატებას მიაღწიო და ოჯახს მაინც გამოადგე!




არა!
ირგვლივ ყველა მოღალატეა!
შენ ხარ ერთადერთი პატრიოტი და დამცველი ქვეყნისა.


ვავა, ვავა, შე საცოდავო, რა დღეში ხარ!

image

ცრუ პატრიოტიზმის თემის გაგრძელება!

როცა გონებრივი სისუსტესა და უაზრო ჟინიანობას აყოლილი, ვერაფერს წყვეტ, - პრობლემასთან შებმაც არ შეგიძლია და ბელადებს დასდევს, იქნებ, კარგად მაცხოვროსო, ამ დროს უმუშევარსა და უქმად მტყოფს შენი ოჯახიდან წასული ქალბატონები გარჩენენ უდიდესი შრომის ფასად.


როცა დიდი ისტორიული ძვრების გამო ასიათასობით შენი თანამოქალაქე რუსეთში ჩარჩა (ან წავიდა) სამუშაოდ, რომ თავი გადაერჩინა და შენ შეურაცხყოფ მას, როცა ვირული ჟინიანობით მტრის ქვეყანაში მყოფს უწოდებ (და ფიქრობ, რომ ისინი სხვა ქვეყანაზე მუშაობენ),


როცა მწირზე მწირი ეკონომიკა გაქვს,
სრულად დეინდუსტრიალიზებული და პრიმიტიული, ღვინოსა და კიტრსა და პომიდორს ვერ გასცილებიხარ, ისიც ერთიც ფალსიფიცირებულია და მეორე მოშხამულია პესტიციდების გამოყენებით, - შენ კი მოგწონს ამ პოლიტიკის გამტარები.



როცა დღეს (იხ. სტატისტიკა) ამ ქვეყანას ვაჭრობის თვალსაზრისით (ექსპორტ-იმპორტი) ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს, როცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქცია შემოგაქვს და შენი საქმიანი ადამიანებიც სარგებელს ნახულობენ, ხოლო ეს ყბადაღებული ტურიზმის ქვეყანა დიდ ნაწილად რუს ტურისტებზეა აგებული, (და ეს ცუდი სულაც არ არის, რადგან ასეთი ურთიერთობა ამზადებს ნიადაგს პოლიტიკური პრობლემების მოგვარებისათვის, -- ცხადია, თუ ხელისუფლებაში პოლიტიკოსები გეყოლება და არა ისინი, ვისაც შენ უჭერ მხარს),


მარტივი ლოგიკური დასკვნა უნდა გააკეთო:
თუ ასეთი მაგარი ''პატრიოტი'' ხარ,
საერთოდ რატომ ყიდულობ რამეს რუსეთში, ან რატომ ყიდი იქ, რატომ უშვებ რუს ტურისტებს, რატომ იღებ ასობით მილიონ დოლარს რუსეთიდან გამოგზავნილს ოჯახებისთვის?!



ვერ გექნება პასუხი -
რადგან ამ კითხვას დადებითი პასუხი რომ გასცე,
უტვინო უნდა იყო...


ამიტომ პოლიტიკოსების საკეთებელი პოლიტიკოსებს მიეცი, შენ კი ადამიანურად და გონივრულად მოეკიდე შენ ხალხს, ვისაც ბედმა სხვა ქვეყანაში შრომა აიძულა, რადგან საკუთარ სახელმწიფოს (საქართველოს) მისი ხალხი სულ ერთ ადგილზე ჰკიდია და ამ დაკიდებამ ხალხს ტვინი გამოურეცხა და ლოგიკურ და საღ აზროვნებას გადააჩვია.


სულ ესაა, ამჯერად!


image ასევე იხილეთ

იუნა შაფათავა თორნიკე შენგელიას მოსკოვის "ცსკა"-ში გადასვლას სოციალური ქსელით აშშ-დან ეხმაურება და წერს: "ჯვარზე გაცმაში საქართველო პირველია. არ შეიძლება მუდამ მტრობა. უბრალოდ არ შეიძლება. ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში. კი, არაერთხელ მითქვამს და ვიმეორებ: სპორტი საზღვრებს გარეშეა. კი, შენგელია ცსკა_ში გადავიდა და ეს მისი, პირადი...

ამის შესახებ ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი ვახტანგ ლომჯარია სოციალურ ქსელში ავრცელებს: "დღევანდელი დღე დატვირთული იყო განცდებით, ემოციებით, გულშემატკივრობით ერთ ჰასკზე. წარმოიდგინეთ ეზო ტაბახმელაში, სადაც მშობლებს ხუთი წლის პატარა უსაფრთხოდ ეგულებათ. თამაშობენ, მხიარულობენ და მოულოდნელად ძაღლი იწყებს წარმოუდგე...

მომღერალი ხატია წერეთელი სოციალურ ქსელში მღვდელ ბასილ იაშაღაშვილს პასუხობს, რომელმაც ორიოდე დღის წინ გამოაქვეყნა მოსაზრება, რომ ქალისთვის შარვლის ჩაცმა მიუღებელი, დიდი ცოდვაა, რადგან მამაკაცში მრუშობის გრძნობას აღძრავს: "მამაო მეტი განათლება გჭირდებათ 21ე საუკუნეში, შარვალი თუ აცდუნებს ვინ...

საფრანგეთში მცხოვრები ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნუგზარ სულაშვილი მიხეილ ცაგარელის სკანდალურ გამოსვლას სოციალური ქსელში ირონიულად ეხმაურება და წერს: ხალხოო ეს უნდა იცოდეთ! დაიწყო ადამიანების მასიური დაჩიპვა. ამას შენიღბულად აკეთებენ, მასკის მასკირებული პროგრამით. აი ...

0
207
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
207
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0